ავტორი:

4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა - ავსტრალიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში ვერსიები გაჩნდა, რამაც ქალის ოჯახი აღაშფოთა

4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა - ავსტრალიაში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ საზოგადოებაში ვერსიები გაჩნდა, რამაც ქალის ოჯახი აღაშფოთა

ავსტრალიაში 4 შვილის დედა ძილში მოულოდნელად გარდაიცვალა. 33 წლის ეშლი სტანიკმა შობის დილას თავი ცუდად იგრძნო და ქმარს, კეინ სტანიკს უთხრა, რომ დაწოლას აპირებდა.

როცა მეუღლე შუადღემდე აღარ გამოჩნდა, ქმარი მის შესამოწმებლად წავიდა და ოთახში გარდაცვლილი აღმოაჩინა. სტანიკის თქმით, შვილები მაშინვე მაკდონალდსში წაიყვანა, რათა სახლიდან შორს ყოფილიყვნენ და სწორედ იქ უთხრა დედის გარდაცვალების ამბავი.

ეშლის გარდაცვალებიდან უკვე ერთი კვირა გავიდა, ოჯახს კი პასუხები ისევ არ აქვს. მათ მხოლოდ ის იციან, რომ ქალს გარდაცვალებამდე გრიპის და გაციების სიმპტომები ჰქონდა.

კეინ სტანიკის განცხადებით, მის მეუღლეს ადრე კუჭის პრობლემები და გადიდებული ელენთა აწუხებდა. ოჯახის გაღიზიანება იმ ფაქტმა გამოიწვია, რომ ხალხი ეშლის ნარკოტიკების მოხმარებაში ადანაშაულებს:

"ისინი საშინელ სიტყვებს ამბობენ - თითქოს ეშლი ნარკოტიკების მომხმარებელი იყო“ - ამბობს კეინი, თუმცა იმასაც აღიარებს, რომ ეშლი წარსულში ნარკოტიკებზე დამოკიდებულებას ებრძოდა და ამისთვის ციხეშიც იჯდა.

ოჯახის ახლობელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბავშვები დედის გარდაცვალების შემდეგ ჯერ კიდევ შოკში არიან:

”ვფიქრობ, ორი შუათანა გოგონა, 12 და 8 წლის, ჯერ კიდევ შოკში არიან... ყველაზე პატარა 4 წლისაა. ბოლომდე ვერ ხვდება რა მოხდა“ - ამბობს ის.

ეშლის გარდაცვალების მიზეზი ჯერ კიდევ უცნობია, ოჯახი ექსპერტიზის შედეგის მოლოდინშია, თუმცა პასუხი ცნობილი რამდენიმე თვეში გახდება...წყარო