ავტორი:

"თითქმის ყველა "ლაივზე" გამაყუჩებლის მიღება მჭირდება" - რას ჰყვება დათუნა მგელაძე ცხოვრების მთავარ ამბავსა და სირთულეებზე

"თითქმის ყველა "ლაივზე" გამაყუჩებლის მიღება მჭირდება" - რას ჰყვება დათუნა მგელაძე ცხოვრების მთავარ ამბავსა და სირთულეებზე

"ჩემი შვილის, ვატატოს პირველი ნაბიჯები, პირველად დაძახებული "მამა"... ამ ბედნიერებას სიტყვებში ვერაფრით ჩაატევ. როგორც და რაც უნდა თქვა, განცდის სიმძაფრესთან მაინც არასაკმარისი იქნება", - ეს მომღერალ დათუნა მგელაძის პასუხია შეკითხვაზე, - რა იყო 2023 წლის მთავარი ამბავი? რას ელოდება 2024 წლიდან და რა ახალი აღმოჩენები გააკეთებინა პროექტმა "ცეკვავენ ვარსკვლავები"? დამღლელი რეპეტიციის შემდეგ გამონახა დრო, რომ ჩვენთან ამ ყველაფერზე გულახდილად ესაუბრა.

- მთელი დღე რეპეტიცია მაქვს და ეს იმდენად რთული პროცესია, ვერც კი წარმოიდგენ. ეს პროექტი სულ მომწონდა, განსაკუთრებით მაშინ ვიყავი ჩართული, როდესაც ჩემი მეგობრები გამოდიოდნენ, მათ ვგულშემატკივრობდი.

- ბევრი იფიქრე, დათანხმებულიყავი თუ არა?

- ნოე სულაბერიძემ დამირეკა და შემომთავაზა, მეცეკვა. ეს არ იყო პირველი შემოთავაზება, პროექტში მიწვევა წინა სეზონებზეც მქონდა, მაგრამ ყოველთვის უარს ვამბობდი, რადგან მეგონა, ამას ვერასდროს შევძლებდი.

- ახლა რატომ დათანხმდი?

- ამ შეკითხვას საკუთარ თავს თავადაც ვუსვამ და პასუხი არ ვიცი. შეიძლება ითქვას, დიდი ხნის განმავლობაში, პასიური პერიოდი მქონდა პროფესიაში, სხვა საქმეებზე ვიყავი გადართული. საბოლოოდ, ალბათ ამ ფაქტორებმა დასძლია და დავთანხმდი. მეგონა, ისე მოვახერხებდი, სიმღერაც მექნებოდა ჩართული, მეგონა პრემიერასაც გავაკეთებდი, რატომღაც ასე წარმოვიდგინე. პირველი რეპეტიციის შემდეგ ჩემმა მეწყვილემ კარინამ რომ შემაქო, აი, მანდ მოვიწამლე. მითხრა, ყველაფერი კარგად არის, აუცილებლად ბოლომდე უნდა იბრძოლო, მზად ხარო? - მეხუმრები-მეთქი? - არა, ამას ძალიან სერიოზულად ვამბობო. ამ შექებამ უდიდესი სტიმული მომცა. კარინამ რეპეტიციაზე ჩემი ცეკვის ვიდეო გადაიღო და რომ მაჩვენა, გავოცდი.

- ყველაზე დიდი სირთულე, რაც დღემდე შეგხვდა, რა იყო?

- ჩემი ჯანმრთელობა. არ მინდა წუწუნი გამომივიდეს, მაგრამ რეპეტიციები დიდ ტკივილთან არის დაკავშირებული, თითქმის ყველა "ლაივზე" გამაყუჩებლის მიღება მჭირდება.წაიკითხეთ ვრცლად