ავტორი:

შოკისმომგვრელი კადრები - რუსი ბლოგერი ახალშობილ შვილს თოვლში ისვრის: პუბლიკა ნანახმა აღაშფოთა (ვიდეო)

შოკისმომგვრელი კადრები - რუსი ბლოგერი ახალშობილ შვილს თოვლში ისვრის: პუბლიკა ნანახმა აღაშფოთა (ვიდეო)

ბოლო დღეების რუსულ მედიაში ყველაზე პოპულარულია სკანდალური ვიდეო, რომელშიც ჩანს, რომ ცნობილი რუსი მილიონერი ბლოგერი სერგეი კოსენკო ახალშობილ შვილ ლეოს თოვლში აგდებს. საზოგადოება შოკირებულია და კაცისთვის მამის უფლების ჩამორთმევას ითხოვს.

სერგეი კოსენკო, რომელსაც თითქმის შვიდი მილიონი გამომწერი ჰყავს, სოციალურ ქსელში, საყვარელ ქალ საშა ბელაირთან ერთად აშშ-ში ისვენებს. წყვილს ახლახან შეეძინა შვილი, რომელსაც ლეო დაარქვეს. ბიჭმა უკვე მოახერხა ოკეანის გადალახვა, რამდენიმე ქვეყნის მონახულება და ამჟამად მშობლებთან ერთად შტატებშია.

ვიდეომ ინტერნეტის მომხმარებლები შოკში ჩააგდო. კომენტარებში ახალბედა მამას აკრიტიკებენ. ხალხს ეჭვი შეეპარა კაცის ადეკვატურობაში, მის მიმართ გინება და შეურაცხმყოფელი კომენტარები არ დაიშურეს. რუსები თანამემამულეს ემუქრებიან, რომ შესაბამის ორგანოებში განაცხადებენ და მისმა ქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს მშობლის უფლების ჩამორთმევა.

როგორც ჩანს, კოსენკო გამომწერების მხრიდან მსგავს რეაქციებს არ ელოდა. ვიდეოს გამოქვეყნებიდან რამდენიმე საათში დაწერა:

"ყველას, ვინც შეწუხდით. ლეოს უკვე სძინავს, ბავშვებს თოვლი მოსწონთ და ძალიან ბედნიერია..." თუმცა როდესაც დაინახა, რომ მისი მისამართით გინების კორიანტელი არ შეწყდა, ტაქტიკა შეცვალა და განაცხადა, რომ თოვლში რეალურად საკუთარი შვილი კი არა, თოჯინა გადააგდო, რაც, რა თქმა უნდა, არავინ დაიჯერა.

ორი წლის წინ, რუსი ბლოგერი კიდევ ერთ სკანდალში გაეხვა, როდესაც "ინსტაგრამზე" გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც Bentley-ის სახურავზე დაბმული გოგონათი მოსკოვის ცენტრში გადაადგილდებოდა. მაშინ პოლიციამ კოსენკოს წინააღმდეგ გამოძიებაც კი დაიწყო.