ავტორი:

"ქართულ ეკლესიაში ყველა ეპისკოპოსი დიდი მორწმუნე არ არის, "ჯიპებზე" უფრო ფიქრობენ, ვიდრე ღმერთზე. დაახლოებით იგივე ხდება ახლა ბიძინას კარზე" - გია ხუხაშვილი

"ქართულ ეკლესიაში ყველა ეპისკოპოსი დიდი მორწმუნე არ არის, "ჯიპებზე" უფრო ფიქრობენ, ვიდრე ღმერთზე. დაახლოებით იგივე ხდება ახლა ბიძინას კარზე" - გია ხუხაშვილი

საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე "ინტერპრესნიუსი“ პოლიტიკის ანალიტიკოსს, გია ხუხაშვილს ესაუბრა.

- ბატონო გია, საახალწლო განწყობის მიუხედავად, აქტიურად განიხილება გასული წლის ბოლოს წინა დღეს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ამ თემაზე ბევრი ითქვა და დაიწერა, ჩვენ ამაზე არ გვიმსჯელია. ამიტომ, ჩვენი საუბარი სწორედ ამ თემით გვინდა დავიწყოთ.

ფაქტია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნებას მრავალი ასპექტი აქვს, მოდით, მომხდარის ზოგადი შეფასებით დავიწყოთ. თქვენ როგორ აღიქვით ივანიშვილის "მესამედ დაბრუნება“? 2024 წლის არჩევნების დამაჯერებლად მოგების გარდა, რა საშინაო განზომილება შეიძლება ყოფილიყო მიზეზი იმისა, რომ იგი პოლიტიკაში დაბრუნდა?

- მე ამას პოლიტიკურ აუცილებლობას არ ვუკავშირებ. ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნებაზე საუბარი არასერიოზულია, რადგან პოლიტიკიდან იგი არსად არ წასულა. ამიტომ, ჩვენ უნდა ვისაუბროთ არა მის დაბრუნებაზე, არამედ პოლიტიკაში მისი ფუნქციის ლეგალიზაციაზე.

რაც შეეხება მიზეზებს. ივანიშვილის პოლიტიკაში მისი ფუნქციის ლეგალიზაციის მიზეზებში არა მომხდარის მიზანშეწონილობაში, არამედ მის პირად შიშებსა და შფოთვებში უნდა ვეძებოთ.

ივანიშვილის მთავარი პრობლემა მისი უსაფრთხოება და კეთილდღეობა და მისი დაცვაა. აქედან გამომდინარე მას აქვს პირადი მოტივები. მე სამ მოტივს დავასახელებ.

პირველი - ივანიშვილს აქვს ცუდი მოლოდინი მის უსაფრთხოებსა და კეთილდღეობასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მას ამ კუთხით პრობლემა საერთაშორისო ინსტიტუტებში ევროპის მხრიდან უკვე შეექმნა. ამაზე მთელი პერიპეტიები იყო, რასაც ჩვენ თვალს ვადევნებდით.

ივანიშვილს აქვს მოლოდინი, რომ მის წინააღმდეგ დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაფართოვდება და შესაძლოა, უფრო მძიმე ფორმები მიიღოს. ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს. მან პრევენცია მოახდინა თავისი მომავალი პრობლემების.

  • ივანიშვილმა პოლიტიკაში ოფიციალურად დაბრუნების ნაბიჯი იმისთვის გადადგა, რომ პოლიტიკური იმუნიტეტი შეიძინოს. მან პრევენცია მოახდინა თავისი მომავალი პრობლემების. მეორე მოტივი გახლავთ ის, რომ "ქართულ ოცნებაში“ ჩამოყალიბდა გარკვეული ინტერეს ჯგუფები, რომლებმაც საკმაოდ დიდი ფული იშოვეს. მისი მართვის სისტემა მის მიმართ აბსოლუტურ მორჩილებაზეა დამოკიდებული. ტელეფონით რელიგიური მართვა, როცა უზენაესზე უნდა ილოცო და ყველაფერი მისი ნებით უნდა ხდებოდეს, ამ სისტემაში შეიქმნა გარკვეული პრობლემები.

ქართულ ეკლესიაში ყველა ეპისკოპოსი მაინცდამაინც დიდი მორწმუნე არ არის, "ჯიპებზე" უფრო ფიქრობენ, ვიდრე ღმერთზე. დაახლოებით იგივე ხდება ახლა ბიძინას კარზე. როგორც ჩანს, ივანიშვილის კარზე ვიღაცებმა მასზე ლოცვას თავი დაანაბეს და საკუთარ კეთილდღეობაზე დაიწყეს ზრუნვა. ივანიშვილს ეს არ აწყობს, კორუფციულმა სისტემამ უმართავი და ქაოსური ხასიათი შეიძინა.

  • როგორც ჩანს, ივანიშვილის კარზე ვიღაცებმა მასზე ლოცვას თავი დაანაბეს და საკუთარ კეთილდღეობაზე დაიწყეს ზრუნვა. ივანიშვილს ეს არ აწყობს, კორუფციულმა სისტემამ უმართავი და ქაოსური ხასიათი შეიძინა. შეიძლება ასეც ითქვას, ივანიშვილი "მობრუნდა“ "კორუფციული წესრიგის“ აღსადგენად. დისტანციური მართვა აღარ შველის, "ხელით მართვაა“ საჭირო. რუსეთში კორუფცია არის, მაგრამ ქაოსური ხასიათი არ აქვს. ივანიშვილს საქართველოში რუსული კორუფციული მოდელის დაბრუნება უნდა. ვიღაცები რომ ივანიშვილის გარეშე ფულს შოულობენ, ეს ბიძინას არ აწყობს.

მესამე მოტივი ის არის, რომ ივანიშვილმა დაინახა, რომ საქმე, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს, თუ "ქართული ოცნება“ მისი პირდაპირი მართვის გარეშე მოიგებს 2024 წლის არჩევნებს. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს, კიდევ უფრო მეტი ამბიციები გაუჩნდებათ და მან მათზე კონტროლი შეიძლება საერთოდ დაკარგოს.

ივანიშვილმა დაინახა, რომ საქმე, შესაძლოა, კიდევ უფრო გართულდეს, თუ "ქართული ოცნება“ მისი პირდაპირი მართვის გარეშე მოიგებს 2024 წლის არჩევნებს. რატომ? იმიტომ რომ ამ ადამიანებს, კიდევ უფრო მეტი ამბიციები გაუჩნდებათ და მან მათზე კონტროლი საერთოდ დაკარგოს. ამ მოტივების გამო მან გადაწყვიტა, თავად დაჯდეს პოლიტიკურ მაგიდასთან. აქ საუბარი არაა იმაზე, რომ "ქართულ ოცნებას“ 2024 წლის არჩევნებში უჭირდა, ტყუილია. "ქართული ოცნების“ რიტორიკა საერთოდ კომიკურია, რადგან მათი მტკიცებით, ივანიშვილი პოლიტიკაში იმის გამო დაბრუნდა, რომ ოპოზიციას არაფრის კეთება არ შეუძლია. განაგრძეთ კითხვა