ავტორი:

სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სომხეთში მისი ძეგლი დაიდგმება

სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სომხეთში მისი ძეგლი დაიდგმება

კინორეჟისორ სერგო ფარაჯანოვის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით სომხეთში მისი ძეგლი წარადგინეს, რომელიც მოგვიანებით ერევანში კინოს სახლთან დაიდგმება.

ქანდაკების სკულპტორი არა ალეკიანია. ფარაჯანოვის 100 წლის იუბილეს საორგანიზაციო კომისიის ხელმძღვანელმა არაიიკ ჰარუტუნიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ 2023 და 2024 წლებში ისეთი ცნობილი ხელოვანების იუბილეები გაიმართება, როგორებიც არიან: არამ ხაჩატურიანი, სერგეი ფარაჯანოვი, შარლ აზნაური და სხვები.

"ეს ადამიანები ჩვენს ერს მთელ მსოფლიოში წარადგენდნენ. სამთავრობო კომისიის მიერ დადასტურებული ზეიმი მთელი წლის განმავლობაში გაიმართება. ჩვენ დავამტკიცეთ ოცდაათზე მეტი პროგრამა. იუბილეებს აღვნიშნავთ არამხოლოდ ერევანში, არამედ სხვა ქალაქებშიც და ასევე საზღვარგარეთ, საქართველოში და საფრანგეთში“, - განაცხადა ჰარუტუნიანმა.

აღსანიშნავია, რომ ფარაჯანოვის 100 წლის იუბილე იუნესკოს ღონისძიებების სიაშია შეტანილი.

ასევე იხილეთ: