ავტორი:

74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალ სიყვარულზე წერს

74 წლის მერილ სტრიპი კვლავ შეყვარებულია? - ყვითელი პრესა ჰოლივუდის ვარსკვლავის ახალ სიყვარულზე წერს

ყვითელი პრესის ცნობით, ჰოლივუდის ვარსკვლავი, მერილ სტრიპი შეყვარებულია და ის კოლეგას, კომიკოს მსახიობს, მარტინ შორტს ხვდება.

ჭორების მიხედვით, სტრიპი მას დონ გამერთან 45-წლიანი ქორწინების დასრულების შემდეგ დაუახლოვდა. მერილი და მარტინი "ოქროს გლობუსის" დაჯილდოების ცერემონიას ერთად დაესწრნენ, გვერდიგვერდ ისხდნენ და ფოტოებისთვისაც ერთად იპოზიორეს. მერილ სტრიპი 74 წლისაა, ხოლო მარტინი 73 წლის.

მერილმა მარტინი, შარშან, ამერიკული ტელესერიალის Only Murders in the Building-ის გადაღებებზე გაიცნო. წყაროს თქმით, მერილსა და მარტინს ერთმანეთის კამპანიაში ყოფნა ძალიან სიამოვნებთ და კარგადაც ეწყობიან.

წყარო გამოცემა The Sun-ს უყვება, რომ არც მერილს და არც მარტინს არ უყვართ პირადი ცხოვრების დეტალების საჯაროდ გამოფენა, ამიტომ თავიანთი რომანის საქვეყნოდ გამოცხადებას არ აპირებენ.

წყარო დასძენს, რომ ისინი ურთიერთობის ჯერ კიდევ საწყის ეტაპზე არიან და არაფერს არ ჩქარობენ.

სხვაგვარად საუბრობს მარტინის წარმომადგენელი, რომელმაც არ დააყოვნა და ჭორების საპასუხოდ განაცხადა, რომ "მარტინი და მერილი მხოლოდ და მხოლოდ კარგი მეგობრები არიან".

მას შემდეგ, რაც მერილის განქორწინების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ისიც გაცხადდა, რომ ის და მისი ყოფილი მეუღლე, დონ გამერი, ბოლო 6 წლის განმავლობაში გაშორებულები იყვნენ. მოგვიანებით გაჩნდა სპეკულაციებიც, რომ მათი დაშორების შესახებ ამბის გავრცელება იმას უკავშირდებოდა, რომ მერილმა ახალი პარტნიორი იპოვა.

გამერს და სტრიპს 4 შვილი ჰყავთ: ჰენრი (44), მეიმი (40), გრეისი (37) და ლუიზა (32). რაც შეეხება მარტინ შორტს, ის კომიკოს ნენსი დოლმენზე 30 წლის განმავლობაში იყო დაქორწინებული, სანამ ქალი 2010 წელს სიმსივნით გარდაიცვლებოდა. მარტინს და ნენსის სამი შვილი ჰყავთ.

მერილი ყოფილ მეუღლესთან, დონ გამერთან ერთად

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა