ავტორი:

"ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის..." - გოჩა ჩერტკოევის ვაჟის ულამაზესი ქორწილი: უცხოელი რძალი ქართული სამოსით, ტრადიციული ცეკვები და ცნობილი სტუმრები (ფოტოები)

"ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის..." - გოჩა ჩერტკოევის ვაჟის ულამაზესი ქორწილი: უცხოელი რძალი ქართული სამოსით, ტრადიციული ცეკვები და ცნობილი სტუმრები (ფოტოები)

ცნობილი მოცეკვავე წყვილის გოჩა ჩერტკოევისა და შორენა გაჩეჩილაძის ერთადერთი ვაჟი დაოჯახდა. ლევან ჩერტკოევის რჩეული შენონ ნილია, რომელიც ქორწინების შემდეგ მეუღლის გვარზე გადავიდა და ახლა სოციალურ ქსელში შენონ ჩერტკოევი უწერია. ლევანმა გოგონას ხელი გასული წლის იანვარში სთხოვა, შემდეგ კი როგორც წყვილის სოციალური ქსელიდან ირკვევა, ქორწილი ამერიკაში გადაიხადეს.

თუმცა დღესასწაული აქ არ დამთავრდა. ქართველების რძალმა საპატარძლო კაბა მეუღლის მშობლიურ ქვეყანაშიც მოირგო. ლევან ჩერტკოევმა თბილისში დღეს ნამდვილი ქართული ქორწილი გადაიხადა. წყვილმა ჯვარი სამების ტაძარში დაიწერა. ამჯერად ნეფე- პატარძალმა არჩევანი ეროვნულ სამოსზე გააკეთა, ქორწილში იყო ქართული ცეკვებიც.

მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ ნოე სულაბერიძე, სოფო შევარდნაძე და "ცეკვავენ ვარსკვლავების" ჟიურის წევრები, ასევე მოცეკვავეები. შესაბამისად, ქორწილს სამეჯლისო ცეკვების გარეშეც არ ჩაუვლია.

"ძალიან ემოციურია ეს ჩემთვის... ლევანიკოს და შენონის ქორწილი თბილისში" - აღნიშნა გოჩა ჩერტკოევმა, როდესაც სტუმრებს სიტყვით მიმართა.

ნახეთ ფოტო და ვიდეოკადრები ქორწილიდან