ავტორი:

"დღესასწაულებს დიდი ზეიმით ვერ ვხვდები, რადგან ყოველი წლის მომატებას მწუხარებაც ახლავს... ჩემი აღშფოთება მინდა საზოგადოებას გავუზიარო" - ნანი ბრეგვაძე

"დღესასწაულებს დიდი ზეიმით ვერ ვხვდები, რადგან ყოველი წლის მომატებას მწუხარებაც ახლავს... ჩემი აღშფოთება მინდა საზოგადოებას გავუზიარო" - ნანი ბრეგვაძე

"დღესასწაულებს დიდი ღრეობით და ზეიმით ვერ ვხვდებით, რადგან ყოველი წლის მომატებას მწუხარებაც ახლავს. ყოველ წელს ირგვლივ ხალხი გვაკლდება და ეს არის ძალიან შემაწუხებელი", - ამბობს ქართული სცენის ლეგენდა - ნანი ბრეგვაძე და გვიზიარებს, თუ როგორ აღნიშნა 2024 წლის შემობრძანება...

- ქალბატონო ნანი როგორ შეხვდით ახალ, 2024 წელს?

- ჩვეულებრივად, შენი ჭირიმე, განსაკუთრებული არაფერი. ისე შევხვდი, როგორც შარშან, შარშანწინ... სულ ერთნაირად, არაფერი ხდება, მაგრამ ის, რაც უნდა გაკეთდეს, რისთვისაც ემზადები, ისევ ისეა. კარგად ხარ თუ ცუდად, ახალ წელს მაინც მომავლის იმედით უნდა შეხვდე...

- ლამაზი ნაძვის ხე გქონდათ...

- თავად ნაძვის ხე ძალიან მიყვარს, ძალიან ლამაზია... რაც შეეხება მოსართავებს, ამ საქმეს დიდი ფანტაზიით ვეკიდები, რა უხდება, რა - არა. წელს ახალი სათამაშოები არ გვქონდა. ყვითელი, პრიალა ბურთები დავამაგრეთ, ნაძვის ხეზე არაფერია ბურთების, ბრჭყვიალების გარდა, თვითონ ნაძვის ხეა ლამაზად განათებული...

- შობის დღესასწაული განსაკუთრებულად აღნიშნეთ?

- არა, სხვათა შორის, შობასაც ჩვეულებრივად შევხვდით. ახლობლები ტელეფონის მეშვეობით ერთმანეთს ვულოცავდით. მთელი საქართველოსთვის შობის დღესასწაული ძალიან სასიხარულოა და შეძლებისდაგვარად ვზეიმობთ... წელს, ახალი წლის დღეებში, არაჩვეულებრივი სტუმრები მყავდა, ერთმანეთზე უფრო ნიჭიერი, ხელოვანი ხალხი. ძალიან სასიამოვნო იყო, მაგრამ როგორც ჩემი დეიდაშვილები, მეგობრები მღეროდნენ, ის აღარ არის...წაიკითხეთ სრულად