ავტორი:

"არაერთი მორწმუნე მიხდის  მადლობას, სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს საქციელზე და არაფერს ვნანობ, იმავეს ვიზამდი" - რას წერს ნატა ფერაძე

"არაერთი მორწმუნე მიხდის  მადლობას, სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემს საქციელზე და არაფერს ვნანობ, იმავეს ვიზამდი" - რას წერს ნატა ფერაძე

"არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და "შეურაჯღობა" არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას.სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ", - ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი, ნატა ფერაძე სოციალურ ქსელში წერს და ეხმიანება მატრონა მოსკოველის ხატის საკითხს, რომელზე სტალინიც არის გამოსახული და რომელსაც ფერაძემ საღებავი შეასხა.

"დიდი მადლობა ყველას ზრუნვისთვის და შეთავაზებებისთვის, უბრალოდ, გუშინდლიდან ვფიქრობ და რაც ზუსტად გადავწყვიტე, კატეგორიულად არ ვაპირებ ჩემი ქვეყნიდან გაქცევას, მითუმეტეს, არაფერი არასწორი არ გამიკეთებია და "შეურაჯღობა" არა რწმენას, არამედ ტირანს მივაყენე და არაერთი მორწმუნე მიხდის ამაზე მადლობას.

სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ჩემ საქციელზე და არაფერს ვნანობ, იმავეს ვიზამდი.

დროა, სტალინის მსხვერპლთა მემორიალზე და კონკორდატის გაუქმებაზე ვიფიქროთ (ეს 2 რომ ერთად არ გამოდის, ამას, ალბათ მიხვდით)ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს კითხეთ, სტალინის პორტრეტი რომ აქვთ, ზეთი/ტილო და ილია მეორის იქ ჩასვლისას რომ უკიდებდნენ ხოლმე. ამიტომ იმაშიც ეჭვი მეპარება, მატრონას ხატზე სტალინი წაშალონ.დანარჩენი - ვნახოთ, რა და როგორ იქნება, აქ ვარ", - წერს ნატა ფერაძე.