ავტორი:

რა ხდება ცნობილი ბაქოში მომხდარ აფეთქებაზე? - დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავდა ათობით მოქალაქე: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

რა ხდება ცნობილი ბაქოში მომხდარ აფეთქებაზე? - დაღუპულია ექვსი ადამიანი, დაშავდა ათობით მოქალაქე: ფოტოები ტრაგედიის ადგილიდან

ბაქოში, ავეჯის სახელოსნოში, დღეს ძლიერი აფეთქება მოხდა. ბოლო ინფორმაციით, აფეთქების შედეგად ექვსი ადამიანია დაღუპული.

თავდაპირველად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, თუმცა ახლახან გენერალურ პროკურატურაში განაცხადეს, რომ მსხვერპლთა რიცხვი ექვსამდე გაიზარდა.

24 დაშავებული, სხვადასხვა ხარისხის დაზიანებებით, კლინიკაშია გადაყვანილი და შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდებათ. მედიის ინფორმაციით, ადგილზე სასწრაფო დახმარების 15 ეკიპაჟი იყო მობილიზებული.

შეიქმნა საგამოძიებო ჯგუფი, რომელმაც მომხდარის გამომწვევი მიზეზები უნდა გამოიკვლიოს. ჯერჯერობით სამართალდამცველები აფეთქების გამომწვევ მიზეზებზე არ საუბრობენ.

აფეთქების შედეგად გაჩენილი ხანძარი ამ დროისთვის სრულად ლიკვიდირებულია. ტერიტორიაზე სამძებრო სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება და შესაძლოა, დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი კიდევ გაიზარდოს.

როგორც სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელმა რიზა ხუდიევმა განაცხადა, ხანძრის შესახებ შეტყობინება ადგილობრივი დროით 11:50 საათზე მიიღეს. მისი ინფორმაციით, განადგურებულია 2750 კვ.მ-ზე მდებარე საწარმო.