ავტორი:

ტერაქტი ისრაელში - გაიტაცეს ავტომობილი, რომლითაც შემდეგ ადამიანებს დაეჯახნენ, არის მსხვერპლი

ტერაქტი ისრაელში - გაიტაცეს ავტომობილი, რომლითაც შემდეგ ადამიანებს დაეჯახნენ, არის მსხვერპლი

ისრაელის ქალაქ რაანანაში ტერორისტული აქტის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 17 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, ეჭვმიტანილმა ტერორისტული აქტის დროს ერთი ადამიანი დანით დაჭრა, სამი სხვადასხვა ავტომობილი გაიტაცა და ხალხს დაეჯახა.

პოლიციის მეთაურმა, ავი ბიტონმა განაცხადა, რომ დაკავებულია ორი პალესტინელი, რომელიც ჰებრონის რაიონიდან არიან და ისრაელში ორივე მათგანი არალეგალურად იმყოფებოდა.

"ეს ძალიან მძიმე ტერორისტული თავდასხმა იყო“, - განაცხადა ბიტონმა.