ავტორი:

ცნობილი ხდება, რომ მონტეფიორეს "ახალგაზრდა სტალინის" მიხედვით ფილმს გელა ბაბლუანი გადაიღებს

ცნობილი ხდება, რომ მონტეფიორეს "ახალგაზრდა სტალინის" მიხედვით ფილმს  გელა ბაბლუანი გადაიღებს

"ახალგაზრდა სტალინის" ავტორი ცნობილი ბრიტანელი ისტორიკოსი და მწერალი სიმონ მონტეფიორე საქართველოს ეწვია. ის მუშაობს ფილმზე, რომელსაც სწორედ მისი წიგნის მიხედვით გადაიღებენ IMDB-ის მიხედვით, ფილმის რეჟისორი, გელა ბაბლუანია.

  • სიმონ მონტეფიორეს ვიზიტის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კინოცენტრიც აქვეყნებს. ის ხელოვნებისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა.

"საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის პარტნიორი პროდიუსერების ორგანიზებით, თბილისს ბრიტანელი ისტორიკოსი, მსოფლიოში ისტორიული პროზის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წარმომადგენელი სიმონ სებაგ მონტეფიორე სტუმრობს. კინოცენტრის ხელშეწყობით შეხვედრა მწერალთა სახლში გაიმართა და მას კინოს, ლიტერატურისა და მუზეუმების, აკადემიური წრეების წარმომადგენლები ესწრებოდნენ" - ნათქვამია კინოცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

  • გარდა ამისა, მწერალმა თვითონაც გამოაქვეყნა X-ზე პოსტი საქართველოში ვიზიტის შესახებ.

"აქ, თბილისში, ახალგაზრდა სტალინის ფილმის სცენარზე სამუშაოდ ვარ, ვეწვევი სემინარიას, სადაც სტალინი სწავლობდა", - წერს მონტეფიორე.