ავტორი:

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას მათი დახოცვით ცდილობენ - ახალი რეგულაცია, რომელმაც სისასტიკეს მწვანე შუქი აუნთო

რუსეთის ზოგიერთ რეგიონში მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარებას მათი დახოცვით ცდილობენ - ახალი რეგულაცია, რომელმაც სისასტიკეს მწვანე შუქი აუნთო

აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქ უიან-უდეში, მონღოლეთის საზღვართან ახლოს, მოსახლეობა ძაღლების გადარჩენისთვის იბრძვის - ხელისუფლებამ მიუსაფარი ძაღლების დახოცვის გადაწყვეტილება მიიღო.

უსახლ-კარო ცხოველების განადგურება ამ რეგიონში წლების განმავლობაში გავრცელებული პრაქტიკა იყო, სანამ რუსეთის პარლამენტმა არ მიიღო ახალი კანონი, რომელიც უფრო ჰუმანურ პოლიტიკას ატარებდა: ძაღლების დაჭერას, სტერილიზებას, ვაქცინაციას და გათავისუფლებას.

თუმცა გასულ წელს რუსმა დეპუტატებმა ახალი კანონი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ყველა რეგიონს უფლება ეძლეოდა მიუსაფარი ძაღლების პრობლემა მათ მიერ არჩეული მეთოდებით მოეგვარებინათ - ულან-უდეს ხელისუფლებამ ძაღლების დახოცვა ამჯობინა. გასულ კვირას ქალაქში 18 ქუჩის ძაღლი მოკლეს.

ამ შემთხვევამ ცხოველთა დამცველების ყურადღება მიიქცია. აქტივისტები ყველა მეთოდით ცდილობენ ძაღლების გადარჩენას. უკვე 600-მდე ძაღლი ახალ სახლებში და კერძო თავშესაფრებში გაგზავნეს.