ავტორი:

850 ათასი დოლარის ღირებულების ტიტანის პროთეზი - კანიე უესტის მორიგი "ხმაურიანი" გამოჩენა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

850 ათასი დოლარის ღირებულების ტიტანის პროთეზი - კანიე უესტის მორიგი "ხმაურიანი" გამოჩენა კვლავ მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

კანიე უესტი კვლავ მედიის ყურადღების ცენტრშია - 46 წლის რეპერი ჰოლივუდის ქუჩებში ტიტანის პროთეზით გამოჩნდა, რომლის ღირებულებაც 850 ათასი დოლარია. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რეპერმა პროთეზის ჩასასმელად წინა კბილები ამოიღო, დადასტურებული არ არის. DailyMail-ის თანახმად, ახალი იმპლანტის პირველადი მასალა ტიტანია, მაგრამ ის ასევე შეიცავს პალადიუმს და პლატინას.

პროთეზის ფოტო რეპერმა თავის "ინსტაგრამზეც" გამოაქვეყნა და თან "ჯეიმს ბონდის" ერთ-ერთი ბოროტმოქმედის ფოტოები დაურთო, რომელსაც მსგავსი პროთეზი უკეთია.

რეპერი 29 წლის მეუღლესთან, ბიანკა ცენსორისთან და კომიკოს კრის როკთან ერთად ჰოლივუდში დააფიქსირეს. ბიანკა ამჯერად ლეოპარდის პრინტიან კომბინეზონში იყო გამოწყობილი....წყარო