ავტორი:

ხვალიდან ამინდი უარესდება - სად არის მოსალოდნელი თოვლი და ქარბუქი?

ხვალიდან ამინდი უარესდება - სად არის მოსალოდნელი თოვლი და ქარბუქი?

21 იანვარს დღის მეორე ნახევრიდან 23 იანვრამდე საქართველოს მთიან რეგიონებში მოსალოდნელია დროგამოშვებით თოვლი, ზოგან ძლიერი, ქარბუქი, ნისლი, გზებზე ლიპყინული. ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების და ლიპყინულის გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.