ავტორი:

თოვლი, ძლიერი ნისლი, ლიპყინული - ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება: უახლოესი დღეების პროგნოზი

თოვლი, ძლიერი ნისლი, ლიპყინული - ხვალიდან ამინდი მკვეთრად უარესდება: უახლოესი დღეების პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე, აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი ნისლი.

სინოპტიკოსების პროგნოზით, გზებზე მოსალოდნელია ლიპყინული.

"22 იანვრის დღის ბოლოდან 24 იანვრამდე აღმოსავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თოვლი, ზოგან ძლიერი, ნისლი, გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ სადენებზე შემოყინულობა.

დიდთოვლობის, ხილვადობის გაუარესებისა და ლიპყინულის გამო, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია, ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდოს“, - აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.