ავტორი:

5 ფილმი, რომლის ყურებასაც მომღერალი ბარბარა სამხარაძე გვირჩევს

5 ფილმი, რომლის ყურებასაც მომღერალი ბარბარა სამხარაძე გვირჩევს

ქართველ მომღერალს, ტელეშოუ “ნიჭიერის” 2016 წლის გამარჯვებულ ბარბარა სამხარაძეს თავისუფალ დროს უყვარს ფილმებისა და ანიმაციების ყურება, ისევე, როგორც ბევრ ჩვენგანს. ის ფიქრობს, რომ ნამდვილ შემოქმედებას ასაკობრივი და არც ჟანრობრივი შეზღუდვა არ გააჩნია. მთავარია, ლაღად და სრულყოფილად გადმოგვცემდეს მთავარ აზრს. გთავაზობთ 5 ფილმს, რომლის ყურებასაც ბარბარა გვირჩევს:

  • “ინტერსტერალი”

2014 წელს გადაღებული სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმი, რომელშიც რეჟისორმა ქრისტოფერ ნოლანმა არაჩვეულებრივად დაგვანახა შორეული მომავლის მოვლენები.

  • “ავატარი 1”, "ავატარი 2"

პირველი ფილმი 2009 წელს გამოვიდა. სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ეპიკურმა ფილმმა, რომლის რეჟისორი, ასევე იდეისა და სცენარის ავტორი ჯეიმზ კამერონია, მსოფლიო კინომოყვარულთა გული დაიპყრო “ავატარი 2” 2022 წელს გადაიღეს, რომელშიც მოქმედება ვითარდება პირველი ფილმის მოვლენებიდან ათ წელზე მეტი ხნის შემდეგ.

  • “დიდებული შოუმენი”

2017 წელს მაიკლ გრეისმა გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი “დიდებული შოუმენი”, რომელიც ფინეასა ტეილორ ბარნუმას - მე-19 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოხეტიალე ცირკის დამაარსებლისა და შოუმენის ცხოვრების შესახებ გვიამბობს.

  • “ბურუსი”

2007 წელს ფრენკ დარაბონტის გადაღებული ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ.

  • “გრან ტურიზმო”

ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი დრამა ნილ ბლომკამპიმ 2023 წელს გადაიღო. ამბავი მოზარდის ოცნების ასრულების შესახებაა, რომელმაც "ნისანის" შეჯიბრში გაიმარჯვა და პროფესიონალი ავტომრბოლელი გახდა.

  • მოამზადა ანასტასია შალიკაშვილმა