ავტორი:

ხრიკები აბაზანის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის

ხრიკები აბაზანის სწრაფად და ხარისხიანად დალაგებისთვის

თუ თქვენც მათ შორის ხართ, ვისთვისაც აბაზანის დალაგება მოსაბეზრებელი და უსიამოვნო რუტინაა, მაშინ ეს სტატია აუცილებლად უნდა წაიკითხოთ. რეალურად, სააბაზანო ოთახის დალაგებას სულაც არ სჭირდება იმდენი დრო, რამდენსაც შეიძლება უთმობდეთ. მას საკმაოდ სწრაფად დაალაგებთ თუ სხვადასხვა ხრიკს გაითვალისწინებთ და საწმენდ საშუალებებსაც სწორად შეარჩევთ. ამ ორი წესის გათვალისწინებით, აბაზანის დალაგების შემდეგ აღარც დაღლას იგრძნობთ და აღარც მოწყენას. მაშ ასე, დავიწყოთ:

  • თუ მტვრის გასაწმენდად ტრადიციულად მტვრის ტილოს იყენებთ, იცოდეთ რომ მასზე ეფექტური საშუალებაც არსებობს. ეს წებოვანი ე.წ. ლენტის როლერია. ის მარტივად იკრავს როგორც მტვერს, ისე თმას და ზედაპირს იდეალურად აპრიალებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა ზედაპირზე, მათ შორის, განათებასა და საშხაპე ფარდაზე;
  • სააბაზანოში სარკის დაორთქვლა ხშირად იწვევს დისკომფორტს. ამისგან თავის დასაცავად სარკეზე თხელ ფენად წაუსვით წვერის საპარსი კრემი და შემდეგ მშრალი ქსოვილით მოწმინდეთ. თუ ასე მოიქცევთ, სარკე აღარ დაიორთქლება;
  • ვენტილატორების გასაწმენდად გამოიყენეთ ძველი ბალიშის პირები. წამოაცვით ვენტილატორის პირზე და გადმოყარეთ მტვერი მასში. ამ გზით ოთახს ზედმეტი გაჭუჭყიანებისგან დაიცავთ;

  • თავად აბაზანის გასასუფთავებლად გამოიყენეთ 𝐆𝐫ü𝐧𝐞 𝐊𝐫𝐚𝐟𝐭-ის 100% გერმანული, ეკოლოგიურად სუფთა აბაზანის საწმენდი საშუალება, რომელიც ზრუნავს როგორც სისუფთავეზე, ისე მომხმარებლების ჯანმრთელობაზე. პროდუქტი არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს. გამოიყენება ნებისმიერი ფერისა და ტიპის ონკანზე, ნიჟარასა და აბაზანაზე. დიასახლისებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროდუქცია სრულიად ანტიალერგიულია და შესაბამისად, შესაძლებელია ხელთათმანების გარეშე გამოყენება.
  • თუ ონკანზე დიდი ხნის ჩამჯდარი ჟანგის ლაქებია, მის მოსაშორებლად ლაიმის წვენისა და მარილის ნაზავი გამოიყენეთ. წვენი და მარილი შეურიეთ ისეთი პროპორციით, რომ სქელი მასა მიიღოთ, წაუსვით დაჟანგებულ ზედაპირზე, ცოტა ხანი გააჩერეთ და გახეხეთ;
  • რაც შეეხება უნიტაზის გასუფთავებას, მისთვისაც გამოიყენეთ 𝐆𝐫ü𝐧𝐞 𝐊𝐫𝐚𝐟𝐭-ის საწმენდი საშუალება, რომელიც აშორებს ჩამჯდარ ჭუჭყს, შარდის, საპნის, კალციუმის, წყლის ლაქებსა და ნადებს საპირფარეშოში. ბრენდის სხვა პროდუქტების მსგავსად, უნიტაზის საწმენდიც ეკოლოგიურად სუფთაა და არ შეიცავს მავნე ქიმიკატებს.

თუ ამ ხრიკებს გამოიყენებთ, თქვენთვის აბაზანის დასუფთავება რთული ნამდვილად არ იქნება. გაგვიზიარეთ თქვენი ხრიკებიც, რომლებიც ყოველდღიურ ცხოვრებას გიმარტივებთ.

R