ავტორი:

ლომი "ბენტლიში"  - სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული სკანდალური ვიდეო: მის მეპატრონეს პატიმრობა ემუქრება

ლომი "ბენტლიში"  - სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელებული სკანდალური ვიდეო: მის მეპატრონეს პატიმრობა ემუქრება

ტაილანდში პოლიციამ დააკავა ქალი, რომელიც ქუჩაში მანქანით, არც მეტი არც ნაკლები, ლომთან ერთად გადაადგილდებოდა. სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ლომი თეთრ "ბენტლიშია" მოკალათებული.

არსებული ინფორმაციით, ლომი ტაილანდში შრი-ლანკელმა კაცმა ჩაიყვანა, რომელიც სავარაუდოდ, დაკავებული ქალის, სახელად სავანგჯიტ კოსონგრნერნის მეგობარია.

ტაილანდში გაწვრთნილი, როგორც თვითონ უწოდებენ, "კონტროლირებადი ლომის" ფლობა უკანონობად არ მიიჩნევა, თუმცა კანონის თანახმად, პატრონს ის ოფიციალურად უნდა ჰყავდეს დარეგისტრირებული. "ბენტლით" მოსეირნე ლომი კი რეგისტრირებული არ იყო.

ქალს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, ან ჯარიმის სახით 3 000 დოლარის გადახდა მოუწევს.