ავტორი:

თბილისში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

თბილისში 25 წლის ახალგაზრდა მოკლეს - რა დეტალები ხდება ცნობილი?

ორბელიანის მოედნის ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინ 25 წლის ახალგაზრდა დაჭრეს, რომელიც გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, ჭრილობები მას ცივი იარაღით მიაყენეს.

  • დაჭრილი ახალგაზრდა კლინიკაში შეყვანამდე გარდაიცვალა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ რომ მომხდარს წინ უძღოდა დაპირისპირება და ახალგაზრდას ჭრილობები მისივე მეგობარმა მიაყენა.

როგორც AMBEBI.GE-ს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ამ ეტაპზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.