ავტორი:

სიკვდილი აზოტის ჰიპოქსიით - აშშ-ში 58 წლის კაცი უმაღლესი სასჯელით ახალი მეთოდით დასაჯეს

სიკვდილი აზოტის ჰიპოქსიით - აშშ-ში 58 წლის კაცი უმაღლესი სასჯელით ახალი მეთოდით დასაჯეს

აშშ-ის მოქალაქე კენეტ იუჯინ სმიტი აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით, სიკვდილით დასაჯეს. ეს არის პირველი შემთხვევა მსოფლიოში, როდესაც სიკვდილით დასასჯელად ეს მეთოდი გამოიყენეს.

მძიმე პროცესი მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. სასჯელის უმაღლესი ზომა ჰომლანის ციხეში აღსრულდა.

აზოტის ჰიპოქსიის გამოყენებით სიკვდილით დასჯა ამ დრომდე შეუმოწმებელი და გამოუცდელი პროცედურა იყო, სიკვდილმისჯილს აზოტს აძლევენ სახის ნიღბის საშუალებით. აზოტი მის სხეულში შედის 15 წუთის განმავლობაში, რასაც მოჰყვება სიკვდილი ჟანგბადის ნაკლებობის გამო.

პატიმრის ადვოკატები სიკვდილით დასჯის მეთოდს აპროტესტებდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათი დაცვის ქვეშ მყოფი "საცდელი სუბიექტი" იყო.

სმიტს სასიკვდილო განაჩენი1988 წელს ჩადენილი მკვლელობისთვის მიესაჯა. 1000 აშშ დოლარი - ეს არის სწორედ იმ თანხის ოდენობა, რომლის სანაცვლოდაც კენეტ იუჯინ სმიტმა, ორ თანამზრახველთან ერთად, შეკვეთით მოკლა პასტორის ცოლი ელიზაბეტ სენეტი. ქალს ცივი იარაღით 9 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული - 8 მკერდში და ერთიც კისერზე.