ავტორი:

ვინ არიან ამიშები: იდუმალი ხალხი, რომლებიც თანამედროვეობას გაემიჯნნენ - ისინი არ უსმენენ მუსიკას, არ იღებენ ფოტოებს, აქვთ საკუთარი ენა

ვინ არიან ამიშები: იდუმალი ხალხი, რომლებიც თანამედროვეობას გაემიჯნნენ - ისინი არ უსმენენ მუსიკას, არ იღებენ ფოტოებს, აქვთ საკუთარი ენა

ამიშები ერთ-ერთი ყველაზე დახურული და იდუმალი რელიგიური საზოგადოებაა არა მხოლოდ ამერიკაში, არამედ, ალბათ, მთელ მსოფლიოში. ამ "არაჩვეულებრივი ხალხის" კულტურა და ცხოვრება სავსეა მრავალი საიდუმლოებით.

ამიშების შესახებ ბევრი წიგნი დაიწერა, მიუხედავად მათი იზოლაციისა დანარჩენი საზოგადოებისგან. ჰოლივუდს უყვარს მათ შესახებ ფილმების გადაღება, სადაც ისინი ძალიან უცნაურად არიან წარმოჩენილები. დიახ, ამიშების კულტურა უსასრულოდ იზიდავს გარე დამკვირვებლებს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მათი ცხოვრების წესი ხშირად არასწორად არის გაგებული.

სინამდვილეში, ამ ყველაფრის უკან იმაზე მეტი იმალება, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს...

ამიშების სარწმუნოებრივი დოქტრინა ბიბლიის მკაცრ და ზედმიწევნით ზუსტ განმარტებაზეა დაფუძნებული.

1. ცისფერი...

ადამიანები, რომლებიც საქორწილო სამოსს არჩევენ, როგორც წესი, არ იშურებენ ძალისხმევას, დროსა და ფულს. ქორწილი ხომ გრანდიოზული მოვლენაა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ ხდება. ამიშების კულტურაში კი პატარძალი უნდა გამოიყურებოდეს მოკრძალებულად, თუნდაც ასეთ მნიშვნელოვან დღეს. ის საქორწინო კაბას თავად იკერავს და აუცილებლად ცისფერი უნდა იყოს. მომდევნო წლებში ეს კაბა იქცევა მის საკვირაო სამოსად.

2. რა არის „რამსპინგა“ - საიდუმლო რიტუალი თუ გაუგებრობა

მედიაში ეს ტრადიცია უკიდურესად დამახინჯებულად არის გადმოცემული. რამსპრინგა ამიშებისთვის ერთგვარი რიტუალი მოზარდისთვის, რომელიც სრულწლოვანების მიღწევის დღეს ტარდება. რატომღაც ყველას ჰგონია, რომ ამ დღეს ამიშები ახალგაზრდებისთვის ნამდვილ ორგიებს აწყობენ ნარკოტიკებითა და ალკოჰოლით. სინამდვილეში, ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

რამსპრინგის დროს ახალგაზრდები საკუთარ სახლსაც კი არ ტოვებენ. ეს არის უბრალოდ გადასვლა ერთი ასაკობრივი ჯგუფიდან მეორეში. ამ დღეს მათ უნდა გადაწყვიტონ, ამიშების საზოგადოებაში გაატარებენ ცხოვრებას, თუ დასავლურ სამყაროში წავლენ. დადებითი პასუხის შემთხვევაში, ინათლებიან და უკვე შეუძლიათ მეუღლის პოვნა.

3. ამიშებს ეკრძალებათ ფოტო გადაღება

ფოტოებისთვის პოზირება ეწინააღმდეგება ამიშების კულტურას. თავმდაბლობა ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა მათში. სიამაყე კი განიხილება, როგორც პოტენციური საფრთხე მათი საზოგადოების ჰარმონიისთვის. ამიშებს მიაჩნიათ, რომ ბიბლია გმობს ფოტოგრაფიას. მათ წიგნში რამდენიმე პასაჟიც კი იპოვეს, სადაც სავარაუდოდ ამაზეა საუბარი. გარდა ამისა, ამიშებს უნდათ, რომ ადამიანებმა დაიმახსოვრონ ისინი არა გარეგნობით, არამედ ცხოვრების წესით და კარგი მაგალითებით, რაც მათ სიცოცხლეში დატოვეს.

ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ ფოტოების გადაღება. უბრალოდ აკრძალული აქვთ ამ მიზნით პოზირება. თუ თქვენს თხოვნას თავაზიანად გააცნობთ, ამიშები არასოდეს გეტყვიან უარს გადაღების თხოვნაზე.

4. ქორწილამდე გაცნობა ჩვეულებრივი ამბავია

ახალგაზრდები ერთმანეთს ჩვეულებრივ ხვდებიან სხვადასხვა დღესასწაულებზე. სწორედ იქ ხდება ერთმანეთით დაინტერესება. სანამ ნიშნობის გადაწყვეტილებას მიიღებენ, დაახლოებით ერთი წლით ხვდებიან ერთმანეთს. მთელი ეს პერიოდი მათი შეხვედრები მკაცრად კონტროლდება. ქორწინებამდე წყვილებს მხოლოდ შაბათ-კვირას ეძლევათ ერთმანეთის ნახვის უფლება. ამიშების თემებში ქორწინდებიან 18-დან 22 წლამდე.

5. ამიშებს შეუძლიათ მანქანების მართვა.

ამიშების კულტურა მოიცავს სხვადასხვა სექტების არსებობას. ზოგიერთ მათგანს მანქანის ყოლის უფლება აქვს. მაგალითად, Beach Amish და Amish Mennonites უფლება აქვთ მართონ მანქანები. ეს განსხვავებული ჯგუფები იზიარებენ იგივე რელიგიას, რაც ამიშებს აქვთ, მაგრამ მათთვის გარკვეულად შემსუბუქებულია მკაცრი წესები. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე თანამედროვე ტექნოლოგიებს ეხება.

6. წვერიანი მამაკაცები

მას შემდეგ, რაც სრულწლოვანი კაცი საზოგადოებაში დარჩენისა და ნათლობის გადაწყვეტილებას მიიღებს, ამიშები უშვებენ წვერს. ქორწინების შემდეგ კი საერთოდ აღარ იპარსავენ, გარდა ულვაშისა. მათ მიაჩნიათ, რომ ულვაში ცოდვაა, წვერი კი ბიბლიური ბრძანება. გარდა ამისა, ამიშებს ნეგატიური დამოკიდებულება აქვთ ულვაშების მიმართ. კოლონიურ დროში ჯარისკაცები, რომლებიც სასტიკად შეურაცხყოფდნენ ამიშებს, ულვაშებს ატარებდნენ.

7. სწავლას ასრულებენ მერვე კლასში.

ამიშების ტრადიციის თანახმად, ბავშვები მერვე კლასის დასრულების შემდეგ წყვეტენ სკოლაში სიარულს. მიაჩნიათ, რომ ბიჭებიც და გოგოებიც უკვე საკმაოდ ასაკოვანნი არიან, რათა ოჯახებს დაეხმარონ.

8. ისინი იხდიან გადასახადებს, როგორც ყველა სხვა აშშ-ში

ბევრს მიაჩნია, რომ ამიშების თემები არ იხდიან გადასახადებს. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს. საშემოსავლო გადასახადი, გაყიდვების გადასახადი, ქონების გადასახადი, ყველა ადგილობრივი გადასახადი, ამიშები ყურადღებით იცავენ იმავე საგადასახადო კანონებს, როგორც ყველა სხვა. ერთადერთი, რისგანაც ისინი თავისუფლდებიან, სოციალური დაზღვევის გადახდაა.

9. ამიშები არ უნდა უკრავდნენ ინსტრუმენტებზე და არც მუსიკას უსმენდნენ.

არც მუსიკალური ინსტრუმენტები და არც მუსიკა! ეს ალბათ ყველაზე რთულია ამიშების კულტურაში. ისინი მხოლოდ ეკლესიაში მღერიან, გუნდში. მათ აქვთ მხოლოდ საკუთარი სიმღერები, სპეციალური საეკლესიო წიგნიდან.

10. შობას მართლმადიდებლებივით აღნიშნავენ

ამიშები შობას აღნიშნავენ არა დეკემბრის ბოლო კვირას, არამედ 6 იანვარს. ისინი ამ დღეს უფრო მნიშვნელოვნად თვლიან, რადგან სწორედ მაშინ ეწვია სამი ბრძენი პატარა იესოს და საჩუქრები გადასცა. ნათლობა ჩვეულებრივ იმართება შობიდან თორმეტი დღის გასვლის შემდეგ. ამ დღესასწაულზე იმართება ოჯახური წვეულებები, რა დროსაც დარიჩინის ხვეულებს ამზადებენ, მათი აზრით, მსოფლიოში ამაზე გემრიელი ნუგბარი არ არსებობს, ვისაც გაუსინჯავს, გაუმართლებს.

11. ამიშებს აქვთ საკუთარი ენა და მობილური ტელეფონები.

ისინი ორეროვანი ხალხია და საუბრობენ სპეციალურ დიალექტზე. ჰოლანდიურ და გერმანულ-შვეიცარიულ-ინგლისური ნარევზე. ეს არის უნიკალური აქცენტი, რომელიც ძირითადად ემთხვევა ინგლისურ ენას. დიახ, ამიშების უმეტესობას აქვს მობილური ტელეფონი. ისინი ტექნიკას მხოლოდ ერთმანეთის მოსაკითხად და საქმიანი მიზნებისთვის იყენებენ.

12. ამიშები გატაცებულნი არიან სოფთბოლით.

ამიშებს უყვართ სპორტი. ისინი თამაშობენ კალათბურთს, ფრენბურთს და სოფტბოლს. ამის წყალობით, თინეიჯერების უმეტესობა შესანიშნავ სპორტულ ფორმაშია. თუ კოლეჯში წასვლას გადაწყვეტენ, მძლეოსნობაში საუკეთესო შედეგები აქვთ. ამიშები სოფტბოლის დიდ ტურნირებსაც კი მასპინძლობენ.