ავტორი:

ჩხუბი პარლამენტის სასადილოში - ერთმანეთს საკრებულოს დეპუტატი და პაპუაშვილის მრჩეველი დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ჩხუბი პარლამენტის სასადილოში - ერთმანეთს საკრებულოს დეპუტატი და პაპუაშვილის მრჩეველი დაუპირისპირდნენ (ვიდეო)

ვრცელდება კადრები, რომლშიც პარლამენტის სასადილოში ჩხუბი იყო. ტელეკომპანია "ფორმულას" ინფორმაციით, ერთმანეთს "ქართული ოცნების“ წევრი და საკრებულოს დეპუტატი არჩილ გორდულაძე და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მრჩეველი, ალბერტი ბოგვერაძე დაუპირისპირდნენ.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაპირისპირება საკანონდებლო ორგანოს სამზარეულოში დაიწყო, კონფლიქტის განეიტრალებას მანდატურები და სახელმწიფო დაცვის წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.