ავტორი:

უჩვეულო შემთხვევა ქობულეთის სოფელ გელაურში - ადგილობრივების თქმით, სასაფლაოზე, მიწაში ჩაფლული, ცოცხალი ადამიანების 120 ფოტო იპოვეს

უჩვეულო შემთხვევა ქობულეთის სოფელ გელაურში - ადგილობრივების თქმით, სასაფლაოზე, მიწაში ჩაფლული, ცოცხალი ადამიანების 120 ფოტო იპოვეს

ქობულეთში, სოფელ გელაურში ერთ-ერთ სასაფლაოზე მიწაში დაფლული იპოვეს 120 ფოტო და როგორც ადგილობრივები ამბობენ, ფოტოები ცოცხალი ადამიანებისაა.

გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარის შესახებ ინფორმირებული არიან სამართალდამცავები.

სოფელ გელაურის მცხოვრებლები ამბის გამო შეშფოთებულები არიან. ისინი გამოძიებას და დამნაშავის სათანადოდ დასჯას ითხოვენ.

"როგორც ცნობილია, ფოტოები მიწაში იყო ჩაფლული და მათ მიცვალებულთან შეხება არ ჰქონია... ფოტოსურათები მათზე აღბეჭდილი პირების "ფეისბუქ ალბომებიდანაა"აღებული და შემდეგ დაბეჭდილი. სურათებზე აღბეჭდილი პიროვნებები იდენტიფიცირებულია. "

"ეს ნაკაიძეების საფლავზე მოხდა, დედა ყოველდღე დადის შვილის საფლავზე და უცნაურად დატკეპნილი მიწა რომ შეამჩნია ის ადგილი ამოთხარა,თან დანაც დარჩა ეტყობა იმ ბოროტ მოქმედს, დანაც იპოვეს...ამოთხარეს და აღმოაჩინეს ეგ სურათები", - ამბობენ ადგილობრივები.

შენიშვნა: ფოტო არ ასახავს სტატიაში აღწერილ ამბავს