ავტორი:

კიდევ ერთი ულამაზესი კოსმოსური სანახაობა

კიდევ ერთი ულამაზესი კოსმოსური სანახაობა

იუტას უდაბნოს ობსერვატორიამ პლეადის ვარკვლავჯგუფის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. ფოტო გასულ წელს არის გადაღებული, თუმცა ფართო საზოგადოებისთვის მისი ხილვა დღეს გახდა შესაძლებელი.

პლეადა არის ვარსკვლავთა ერთობა, რომელიც მრავალ მნათობს მოიცავს. ის წარმოადგენს დედამიწასთან ერთ-ერთ ყველაზე ახლომდებარე ვარსკვლავთგროვას, რომელიც ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც შესანიშნავად ჩანს.