ავტორი:

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მასშტაბური აქცია "3 წიგნი 10 ლარად" დაბრუნდა

გამომცემლობა "პალიტრა L-ის" მასშტაბური აქცია "3 წიგნი 10 ლარად" დაბრუნდა

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ მკითხველის საყვარელი აქცია „3 წიგნი 10 ლარად“ დააბრუნა. ეს გახლავთ შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც წინასწარ შერჩეული კატალოგიდან 3 წიგნს 10 ლარად შეიძენთ. აქცია დღეიდან, პირველი თებერვლიდან ძალაშია.

საქართველოს მასშტაბით, „ბიბლუსის“ ნებისმიერ ფილიალში დაგხვდებათ აქციისთვის სპეციალურად გამოყოფილი თაროები, სადაც სააქციო წიგნები განთავსდება. მნიშვნელოვანია, რომ ამ შეთავაზებით სარგებლობას სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების მქონე მკითხველები შეძლებენ, რადგან აქციის ფარგლებში შეძლებთ შეიძინოთ როგორც მხატვრული და საბავშვო, ისე სამედიცინო, ისტორიული და ბიზნეს ლიტერატურა.

გამომცემლობა „პალიტრა L“ მუდმივად ცდილობს, მკითხველი სხვადასხვა შეთავაზებით გაანებივროს და წიგნზე ხელმისაწვდომობა მაქსიმალურად გაზარდოს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება აღნიშნული მასშტაბური აქციაც „3 წიგნი 10 ლარად“.

R