ავტორი:

"სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის" - გიგი უგულავას განცხადებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე დარღვევა დაადგინა

"სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის" - გიგი უგულავას განცხადებით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე დარღვევა დაადგინა

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ მის საქმეზე დარღვევა დაადგინა.

ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"კარგი ახალი ამბავი სტრასბურგიდან: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლომ ჩემ მიმართ კონვენციის მე-6 მუხლის, სამართლიანი სასამართლოს უფლება დარღვევა დაადგინა. დაადგინა მოსამართლე თადუმაძის მიმართ ინტერესთა კონფლიქტი, როცა ის ჩემს საქმეზე პროკურორიც იყო და მოსამართლეც.

შეგახსენებთ 2020-ში, პოლიტიკური კრიზისის დროს, თადუმაძის ხელმძღვანელობით, უზენაესმა სასამართლომ შეცვალა წინა ინსტანციების გადაწყვეტილება და დამაკავა. მწვავე საერთაშორისო პროტესტის შემდეგ პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იძულებული გახდა შევეწყალებინე.

ეს ჩემი მეორე სარჩელია. პირველიც მოვიგე, რომელიც ჩემს 2014-ში დაკავებას ეხებოდა. ასე რომ, სამართალი ურმით დადის, მაგრამ ადრესატამდე მაინც მიდის. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა, სამწუხაროდ, ოლიგარქის შაპიტოა”,- წერს უგულავა.