ავტორი:

13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

13 რამ, რასაც მენტალურად ძლიერი ადამიანები არ აკეთებენ

მენტალური სიძლიერე ადამიანის წარმატების ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. მისი მიღწევა კი არც ისე მარტივი. ამ დროს მნიშვნელოვანია იფიქროთ და გაითვალისწინოთ ყველაფერი, ის თუ როგორ უნდა მოიქცეთ და ისიც, თუ როგორ არ უნდა მოიქცეთ.

ალექსანდრე ჯეჯელავა, რომელმაც საკუთარ უფასო საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმა FlowMaster.online შექმნა, გიზიარებთ საკუთარ გამოცდილებას:

„პიტერ დრაკერი, რომელიც მენეჯმენტს გვასწავლიდა, ამბობდა, რომ ძალიან ბევრ დროს ვხარჯავთ იმაზე, რომ ლიდერებს და აღმასრულებლებს ვასწავლოთ, რა აკეთონ და არასაკმარის დროს ვხარჯავთ, რომ ვასწავლოთ, რისი კეთება შეწყვიტონ. იმისთვის, რომ წარმატებული იყო, რაღაცების კეთება უნდა დაიწყო. გამოთქმაც არსებობს: თუ გინდა რომ გქონდეს ის, რაც არასდროს გქონია, მოგიწევს იმის გაკეთება, რაც არასოდეს გაგიკეთებია. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცების კეთება შეწყვიტოთ.

ძალიან მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ისიც, თუ რას არ აკეთებენ მენტალურად ძლიერი ადამიანები. სწორედ ამიტომ გაგიზიარებთ 13 ჩვევას, რომლებზეც ემი მორენი საკუთარ წიგნი გვესაუბრება. შემდეგი 13 მავნე ჩვევის წაკითხვისას, გირჩევთ პარალელურად თქვენ თავებს დაუსვათ შეკითხვა, რომელი მათგანი გახასიათებთ და ღირს თუ არა რომ თქვენში რამე შეცვალოთ. მარტივი არ იქნება, თუმცა შესაძლებელია.

1 - საკუთარი თავის შეცოდება და წუწუნი

მსხვერპლის მდგომარეობაში ყოფნა კარგს არაფერს მოგიტანთ. ძლიერი ადამიანები არ წუწუნებენ, თუ რა უქნა მთავრობამ, მენეჯმენტმა, დამკვეთმა, ბიძაშვილმა, მეზობელმა და ა.შ. ეს არ ნიშნავს, რომ მათ პრობლემები არ აქვთ, მაგრამ დროს და ენერგიას წუწუნსა და საკუთარი თავის შეცოდებაში არ ხარჯავენ. დაფიქრდით, თქვენ ხომ წუწუნებთ და მსხვერპლის როლში ხართ? ამის ნაცვლად, მადლიერი უნდა იყოთ ყველაფრის, რაც გაქვთ. გამოწვევებია? - გამოცდილებას მიიღებთ. რთულ გარემოში გიწევთ მუშაობა? - ეს გაგაძლიერებთ. განსაცდელი დაგატყდათ? - ახალ გამოცდილებას, ცოდნას და სიმტკიცეს შეიძენთ.

2 - საკუთარ თავზე სხვებისთვის ძალაუფლების მიცემა

ძლიერი ადამიანები სხვებს საკუთარ თავზე ძალაუფლებას არ აძლევენ. სხვას არ გადააწყვეტინებენ რა და როგორ გააკეთონ, არ ექვემდებარებიან მანიპულირებას, უფროსს სამსახურში უყურებენ, როგორც სისტემის ნაწილს. „დიახ პატივცემულო“ თანამედროვე ორგანიზაციაში არ არის სწორი პასუხი. რა თქმა უნდა, უფროსს და სხვა ადამიანებსაც ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ ბრმა ძალაუფლებას სხვებს არ აძლევენ. ზოგჯერ, წუწუნი და სხვების ძალაუფლება ერთად იყრის თავს და ამბობენ, რომ არაფრის უფლებას არ აძლევენ, უსამართლოდ ექცევიან და ა.შ. რეალურად, ყველას აქვს იმის ძალაუფლება, რომ სამსახური შეიცვალოს. თუ წასასვლელი არ აქვთ, იმის ძალაუფლება აქვთ, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და მოთხოვნადი გახდნენ. მოკლედ, ძლიერი ხალხი იაზრებს, რომ მათ ხელშია კონტროლი.

3 – ყველაფრის ერთად შეცვლა

ძლიერი ადამიანები თავიდან იცილებენ ყველაფრის ერთად შეცვლას. ცვლილებები ნაბიჯ- ნაბიჯ უნდა განხორციელდეს. ერთი ცვლილების განხორციელებაც კი, რომელიც ძალიან მასშტაბურია, რთულია. რაღაცის ცვლილების პროცესში სხვა რაღაცები სტაბილურად უნდა შეინარჩუნოთ, გრძელი თამაში უნდა ითამაშოთ.

4 - ნერვების მოშლა იმაზე, რაზეც კონტროლი არ გაქვთ

ემოციურად მყარი ადამიანები ნერვებს არ იშლიან იმაზე, რაც მათ კონტროლს არ ექვემდებარება. უნდა ისწავლოთ, რომ რაზეც გავლენა არ გაქვთ, იმაზე ნერვები არ მოგეშალოთ. მოიღრუბლა, რიკოთი დაიკეტა, ლარი გაძვირდა ან გაიაფდა - ეს ხომ თქვენზე არ არის დამოკიდებული. უნდა გაყოთ, რა არის თქვენზე დამოკიდებული და რა არა და თქვენი დრო, ენერგია და ნერვები არ უნდა დაიხარჯოს იმაზე, რაც თქვენზე არ არის დამოკიდებული. ხოლო იმაზე ღელვას, რაც თქვენზეა დამოკიდებული, კონკრეტული მიზანი და შედეგი უნდა ჰქონდეს. ამიტომ, იმის ნაცვლად რომ ინერვიულოთ იმაზე, რაზეც გავლენა არ გაქვთ, ეცადეთ იმ საკითხებზე კონცენტრირდეთ, რომელზეც გაქვთ გავლენა და მოახდინოთ პოზიტიური ცვლილება.

5 - სხვისი ინტერესების საკუთარზე წინ დაყენება

ძლიერი ადამიანები სხვების ინტერესებს თავისი ინტერესის წინ არ აყენებენ. რა თქმა უნდა, შვილის თუ სამშობლოს ინტერესის წინა პლანზე დაყენება სხვა საკითხია, მაგრამ არასწორია როდესაც ეს ეხება კოლეგას, მეგობარს, ნაცნობს, რომელიც ცდილობს, რომ თავისი სადარდელი საქმე გადმოგაბაროთ თქვენ ისე, რომ თქვენი ინტერესი დაზარალდეს. ძლიერი ადამიანი ამის საშუალებას სხვას არ აძლევს და არ უჭირს „არას“ თქმა. გასაღები, რომ არ იცხოვროთ ისეთი ცხოვრებით, როგორიც არ გინდათ, სწორედ არას თქმაშია. ეს თუ არ შეგიძლიათ ვერასდროს გააკონტროლებთ პრიორიტეტებს.

ძლიერი ადამიანები არ დარდობენ იმაზე, ყველას მოეწონება თუ არა. სტივ ჯობსის სიტყვებია, რომ თუ გინდა, ყველას მოსწონდე ნაყინის გამყიდველი გახდი. თუ გაქვთ გეგმა, რომ იყოთ პროდუქტიული და წარმატებული, პუბლიკაზე არ უნდა იმუშაოთ, უნდა იმუშაოთ იმაზე, რაც მართლა მნიშვნელოვანია. ყველას კარგად ყოფნა თქვენი მოვალეობა არ არის. თქვენ მხოლოდ თქვენი თავი და თქვენი ახლობლები გაბარიათ. შეეცადეთ, უარი თქვათ არასაჭირო ვალდებულებებზე და მთელი თქვენი დრო და ენერგია დახარჯოთ იმაზე, რაც სტრატეგიული და მნიშვნელოვანია.

6 - რისკებსა და საშიშროებებზე ბევრი ფიქრი

არ კონცენტრირდეთ, ბევრი დრო და ენერგია არ დახარჯოთ რისკებსა და საშიშროებებზე ფიქრში. “ადამიანების უმეტესობას რომ დააკვირდე, სიცოცხლის უფრო ეშინია, ვიდრე სიკვდილის“. რისკების გამო ბიზნესის არ დაწყებას თუ დაწინაურების არ მოთხოვნას, მიყავხართ ყველაზე დიდ რისკამდე, რომ ისეთი ცხოვრება არ გქონდეთ, როგორიც გინდათ. ამიტომ, როდესაც რამის კეთებას იწყებთ, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა დაგეგმოთ, გეგმა B-ც უნდა იქონიოთ, მაგრამ ბევრი დრო არ დაუთმოთ საფრთხეებსა და რისკებზე ფიქრს. მარკ ტვენის გამონათქვამია, რომ „მე ასაკიანი ადამიანი ვარ და ბევრი უბედურება მინახავს. უმეტესობა მათგანი არასოდეს მომხდარა“. ძალიან ხშირად ჰიპოთეტურ გასაჭირებზე ვკონცენტრირდებით და ამაში მიდის ჩვენი დრო და ენერგია. ძლიერი ხალხი ამას არ აკეთებს. კონცენტრირდებიან დაგეგმვაზე და ადაპტირდებიან პროცესში. ნუ ფიქრობთ ყველა ცუდ სცენარზე, პრობლემებზე. არსებობს ცუდი სცენარების ანალიზის მეთოდი, თუმცა არ არის საჭირო ამაზე ბევრი დროის დახარჯვა.

7 - წარსულში დარჩენა

არ დარჩეთ წარსულში. ფიქრები, რომ იმ დროს რომ ისე მექნა, უნივერსიტეტში ასე მესწავლა, იმასთან მემეგობრა, ადრე არ დავქორწინებულიყავი და ა.შ. ფუჭია. ეს მხოლოდ და მხოლოდ გულდაწყვეტასა და ნეგატიურ ემოციას მოგიტანთ. რაც მოხდა, იმას ვერ შეცვლით. ძლიერი ადამიანები მადლიერი არიან თავისი წარსულის, იმ პრობლემებიანად და ცუდი ხალხიანად იმიტომ, რომ ამ ყველაფერმა შექმნა ისეთი, როგორიც არის. ამის ნაცვლად ძლიერი ადამიანები კონცენტრირდებიან მომავალზე. ხვალ რა გავაკეთოთ, ზეგ როგორი ვიყო, რა შევცვალო და ა.შ.

8 - უკვე დაშვებული შეცდომების გამეორება

კიდევ ერთი მავნე ჩვევა არის ძველად დაშვებული შეცდომების გამეორება. შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ ძლიერი ადამიანები იმავეს არ იმეორებენ. როგორ ახერხებენ ამას? როდესაც შეცდომა მოუვათ, დარდზე კი არ კონცენტრირდებიან, არამედ იმაზე თუ როგორ გამოასწორონ თავისი საქციელი, რომ ის შეცდომა აღარ გაიმეორონ.

9 - წუწუნი და სინანული

მენტალურად ძლიერი ადამიანები არ ეძლევიან სინანულს. ეს წინა რჩევებთან არის კავშირში. ისინი არ წუწუნებენ, თუ რა დაემართათ, არ საუბრობენ წარსულზე, თუ ეს რა გადახდათ, თავს არ აძლევენ საშუალებას, რომ სინანულში გაატარონ დრო. კარგად ჩამოყალიბდით, რა გინდათ, მიჰყევით გეგმას, შეგეშლებათ? მიიღეთ გაკვეთილად და გააგრძელეთ ცხოვრება. ხან გეტკინებათ, ხან ცხვირს მოიტეხავთ, ხან წაიქცევით.

10 - დანებება

არ დანებდეთ. გასაგებია, რომ ცხოვრება გატკენთ გულს, კოლეგები ვერ გაგიგებენ, უფროსი შრომას ვერ დაგიფასებთ, მაგრამ ძლიერი ხალხი არ ნებდება და მათ იციან, რისი მიღწევა სურთ. ზოგი დღე ცუდი გექნებათ, ზოგი კარგი, მაგრამ არ დანებდეთ, აპატიეთ თქვენს თავს შეცდომები და გააგრძელეთ გზა.

11 - მარტო ყოფნის შიში

ძლიერი ადამიანები არ ერიდებიან მარტო ყოფნას. საზოგადოებაში ყოფნას თავისი სიკეთე და მადლი აქვს, მარტო ყოფნას კი თავისი. ბევრი ადამიანისთვის დასასვენებლად, დასაფიქრებლად, შეცდომების გასაანალიზებლად აუცილებელია მარტო ყოფნა. ყველას თავისი მეთოდი აქვს, ზოგი ვარჯიშობს, ზოგი მედიტირებს, ზოგი ფიქრობს, მუსიკას უსმენს, მანქანით სეირნობს და ა.შ. თქვენც დაიმეგობრეთ მარტოობა საჭირო დროს.

12 - მოლოდინი, რომ რაღაც ეკუთვნით

მენტალურად მყარი ადამიანები არ თვლიან, რომ ცხოვრებისგან რაღაც ეკუთვნით. მოსაზრება, რომ რადგან საქართველოში დავიბადე, რაღაც მეკუთვნის ევროპისგან, მთავრობისგან, საზოგადოებისგან და ა.შ. მცდარია. რეალურად, არაფერიც არ დაგიმსახურებიათ და თქვენი ცხოვრებით უნდა დაიმსახუროთ ყველაფერი, იქნება ეს სამსახურში თუ სამეზობლოში. არავის არ აქვს თქვენი ვალი.

13 - მხოლოდ დღევანდელობაზე კონცენტრირება

ძლიერი ადამიანები არ კონცენტრირდებიან დღევანდელ კვერცხზე. გრძელ თამაშს თამაშობენ. იმაზე არ ფიქრობენ, რომ დღეს დაისვენონ, დღეს იყვნენ კარგად. პირიქით, დღეს აკეთებენ ისეთ რამეს, რომ მომავალში იყვნენ კარგად. ამიტომ აქვთ გრძელვადიანი მიზნები და არ ეძებენ მოკლე და ადვილ გზებს. კონცენტრირდებიან იმაზე, რისი მიღწევაც უნდათ და იციან, რომ ტკივილის ატანაც მოუწევთ და გასაჭირისაც. წარმატების გასაღები ხომ სწორედ შრომასა და მიზანდასახულობაშია. ხშირად კი ეს შრომა მოსაწყენი რაღაცების კეთებას გულისხმობს.

<iframe width="560" height="315" src="https://www.youtube.com/embed/S9j4Qn8p_24?si=2wfGglswAbKEiIMM" title="YouTube video player" frameborder="0" allow="accelerometer; autoplay; clipboard-write; encrypted-media; gyroscope; picture-in-picture; web-share" allowfullscreen></iframe>

ამ დამაფიქრებელი და მამოტივირებელი ვიდეოს პარალელურად, FlowMaster.online გთავაზობთ სხვა არაერთ შემეცნებით ვიდეოს პირადი და პროფესიული განვითარებისთვის. FlowMaster.online-ის ტრენერები მოგაწვდიან მეტ ინფორმაციას ისეთი თემების შესახებ, როგორიცაა: ლიდერობა, კარიერა, წარმატება, პროდუქტიულობა და სტრესი, ონლაინ კომუნიკაციების საშუალებები, PMP სერტიფიცირება და სხვა.

R