ავტორი:

"უღონოთა ორკესტრი" - ნიგერიელი მწერლის, ჩიგოზი ობიომას რომანი, რომელიც ბედისწერისა და ფოლკლორის განსაკუთრებული თანხვედრაა

"უღონოთა ორკესტრი" - ნიგერიელი მწერლის, ჩიგოზი ობიომას რომანი, რომელიც ბედისწერისა და ფოლკლორის განსაკუთრებული თანხვედრაა

ჩიგოზი ობიომას რომანი „უმცირესობათა ორკესტრი“ ბედის, სიყვარულის, ტრადიციებისა და თანამედროვეობის დაპირისპირების საინტერესო და დრამატული ისტორიაა.

რომანი პირველად 2019 წელს გამოიცა. კოსმოლოგიით საინტერესოდ შეზავებული სიუჟეტი მკითხველს აუცილებლად მოაგონებს „ოდისეას“. საინტერესოა, როგორ ხედავს ავტორი თითოეულ ადამიანს, რამხელა ყურადღებას უთმობს შიშსა და სინდისის ქენჯნას, როგორ ხსნის საზოგადოებაში გამეფებულ სიძულვილს.

რომანი იხსნება დრამატული ინციდენტით, რომელიც მთავარი გმირის, ჩინონსოს მოგზაურობის საფუძველი ხდება. შემდეგ კი მისი სიყვარულის ისტორია იწყება. ამ პროცესში მთავარ გმირს უწევს საზოგადოებრივი მოლოდინების, კლასობრივი ბრძოლის წინააღმდეგ ბრძოლა.

ობიომა დიდი ნიჭით გამორჩეული ავტორია. ობიომას პროზა ლირიკული და ამაღელვებელია, მკითხველი ნიგერიის გულში გადაჰყავს და თავს რეალურ ნიგერიაში აგრძნობინებს. ობიომა ებრძვის ისეთ საკითხებს, როგორიცაა კლასობრივი უთანასწორობა, გლობალიზაციის გავლენა და დაპირისპირება ტრადიციასა და პროგრესს შორის.

ის ოსტატურად ქმნის და ავითარებს პერსონაჟებს. თითოეულ მათგანში განსაკუთრებული სიღრმე ჩანს. ჩინონსოს სირთულეები და გამოწვევები, პრობლემებთან გამკლავება და გამარჯვება მკითხველთან ძალიან ახლოსა არის. სასიყვარულო ისტორიის პარალელურად, რომანში დიდი ადგილი უკავია კოსმოსურ, რელიგიურ წარმოდგენებსა და რწმენებს, რაც მკითხველისთვის ასევე ძალიან საინტერესოა. ეს ფაქტორი ნაწარმოებს მისტიკურს ხდის.

აღსანიშნავია ისიც, რომ 2015 წელს გამორჩეული დებიუტისთვის, ნიგერიელი ავტორი გლობალური მასშტაბის მოაზროვნედ დასახელდა. „უღონოთა ორკესტრის“ პარალელურად, მისი ძალიან ცნობილი რომანია „მეთევზეები“. ორივე ნაწარმოებისთვის ავტორი ჩიგოზი ობიომა ბუკერის პრემიის მოკლე სიაში მოხვდა.

„უღონოთა ორკესტრი“ ქართულად ცოტა ხნის წინ ითარგმნა და მკითხველისთვის წიგნის მაღაზიებში უკვე ხელმისაწვდომია. ის სერია „ლიტერე ინვენტეს“ ფარგლებში გამოიცა. ეს გახლავთ „პალიტრა L-ის“ პროექტი, რომლის მიზანიც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო თანამედროვე ავტორთა აღმოჩენა და მკითხველისთვის მაღალი ხარისხის ლიტერატურის მიწოდებაა. ამ პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნა ელიფ შაფაქი, ერიხ მარია რემარკი, ტონი მორისონი, ჯუნოუ დიაზი, უილიამ სტაირონი, კოლსონ უაითჰედი, მარიო ბენედეტი და სხვა.