ავტორი:

The New York Times - ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა

The New York Times - ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა

ჩრდილოეთ კორეამ ოკუპირებული ცხინვალის ბანკში ანგარიში გახსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას The New York Times-ი აშშ-ის მოკავშირეების სადაზვერვო სამსახურების ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

The New York Times-ის ცნობით, რუსეთი ჩრდილოეთ კორეას გლობალურ ფინანსურ სისტემაზე წვდომის მიღებაში დაეხმარა და ჩრდილოეთ კორეის ზოგიერთი გაყინული აქტივი, რომელიც გაერო-ს სანქციების შემადგენლობაში შედიოდა, განბლოკა.

რუსეთის მთავრობამ ერთ-ერთ ფინანსურ ინსტიტუტს რუსულ ბანკებში გაყინული ჩრდილოეთ კორეის 9 მილიონის განბლოკვის საშუალება მისცა.

The New York Times-ს დაზვერვის სამსახურების ოფიციალურმა პირებმა, ანონიმურობის დაცვის პირობით განუცხადეს, რომ მოსკოვმა ფხენიანს ოკუპირებული ცხინვალის ტერიტორიაზე საბანკო ანგარიშის გახსნის უფლება მისცა.

„ეხო კავკაზას“ ინფორმაციით, სავარაუდოდ, საუბარი „საერთაშორისო საანგარიშსწორებო ბანკს“ ეხება, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2015 წელს დაარსდა და ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-11 პაკეტში შეიყვანა.