ავტორი:

ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის" ახალი გამოცემა სპეციალური წინასიტყვაობითა და ილუსტრაციებით უკვე გაყიდვაშია

ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის" ახალი გამოცემა სპეციალური წინასიტყვაობითა და ილუსტრაციებით უკვე გაყიდვაშია

გამომცემლობა „პალიტრა L-მა“ პროექტის „გადაიკითხე“ ფარგლებში ლავრენტი არდაზიანის "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” გამოსცა.

ლავრენტი არდაზიანი ქართული კრიტიკული რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელია. სამწერლო ასპარეზზე არდაზიანი შექსპირის "ჰამლეტის" პროზაული თარგმანით გამოვიდა. რომანი "სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი" პირველად ჟურნალ "ცისკარში" დაიბეჭდა 1861 წელს. რომანის წარმატება სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილის ცხოვრებისა და ფსიქოლოგიის დაკვირვებულმა, რეალისტურმა ანალიზმა განაპირობა.

ამ რომანის მთავარი გმირის, სოლომონ მეჯღანუაშვილის მეშვეობით ავტორმა დამაჯერებლად შექმნა სავაჭრო ბურჟუაზიის კრებითი სახე და მისი ცხოვრება და ფსიქოლოგია დაკვირვებული რეალისტის თვალთახედვიდან წარუდგინა მკითხველს. თუმცა თავად მწერალი ლიბერალური თავადაზნაურობის პოზიციებზე დგას, მისი რომანი, ავტორის სურვილის საწინააღმდეგოდ, გვარწმუნებს, რომ მაღალი წოდება უძლურია მეჯღანუაშვილთა წინაშე. რომანი, ასევე, კარგად ასახავს ძველი სოციალური ყოფის და ბურჟუაზიული ურთიერთობების დამკვიდრების გარდაუვალობას საქართველოში.

"სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი” სერიის „გადავიკითხოთ“ მეექვსე ტომია. სპეციალურად ამ გამოცემისთვის წინასიტყვაობა მალხაზ ხარბედიამ დაწერა. წიგნი გაფორმებულია საკვანძო სიუჟეტების მიხედვით შექმნილი ილუსტრაციებით, რომლის ავტორიც ხატია ჩიტორელიძეა.

წიგნის სააქციო ღირებულება 15 ლარია. მისი შეძენა შეგიძლიათ "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში ან პრესის გამავრცელებელ ჯიხურებში. ასევე, შესაძლებლობა გაქვთ, გახდეთ სერიის გამომწერი, რისთვისაც უნდა დარეკოთ ნომერზე 032 2 47 00 45 ან ეწვიოთ ვებგვერდს.

R