ავტორი:

კამერუნში, გველის ნაკბენისგან მშობიარე ქალი გარდაიცვალა, თუმცა, მანამდე ჯანმრთელი ახალშობილის გაჩენა შეძლო

კამერუნში, გველის ნაკბენისგან მშობიარე ქალი გარდაიცვალა, თუმცა, მანამდე ჯანმრთელი ახალშობილის გაჩენა შეძლო

ორსულმა ქალმა ჯანმრთელი ბავშვი გააჩინა, სანამ შხამიანი გველის ნაკბენისგან სიცოცხლეს გამოესალმებოდა. შემთხვევა კამერუნში მოხდა, რის შესახებაც New York Post-ი სამედიცინო სამეცნიერო ჟურნალზე The New England Journal of Medicine-ზე დაყრდნობით წერს.

ეფამ, გველგესლასებრთა ოჯახის მომაკვდინებელმა შხამიანმა გველმა, 25 წლის ქალს უკბინა. ქალი შვიდი თვის ორსული იყო. დაზარალებულს საშოდან სისხლდენა, მუცლის ტკივილი და ძლიერი კუმშვები დაეწყო. ექიმებმა პაციენტს გასინჯეს და სისხლში თრომბოციტების დაბალი რაოდენობა აღმოაჩინეს და კოაგულოპათია, სისხლის შედედების სისტემის დარღვევა დაუდგინეს. მათივე თქმით, სიმპტომები ეფას შხამმა გამოიწვია. განაგრძეთ კითხვა