ავტორი:

"ვერ შემისრულე დანაპირები, ვაჩიკოს ჩემპიონს გავხდიო…." - სოსო ჯაჭვლიანის ერთ-ერთი ბოლო ფოტო: რას წერს მსახიობის რძალი?

"ვერ შემისრულე დანაპირები, ვაჩიკოს ჩემპიონს გავხდიო…." - სოსო ჯაჭვლიანის ერთ-ერთი ბოლო ფოტო: რას წერს მსახიობის რძალი?

65 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი, რეჟისორი, სპორტსმენი და ყოფილი დეპუტატი, სოსო ჯაჭვლიანი. ჯაჭვლიანი დიდი ხანია მძიმე სენს ებრძოდა. ის სამკურნალოდ თურქეთში წაიყვანეს. მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, თუმცა როგორც ჩანს, დაავადებას ვერ მოერია.

მსახიობსა და სპორტსმენს ემოციური პოსტით ემშვიდობება რძალი და სოსო ჯაჭვლიანის ერთ-ერთ ბოლო ფოტოს აქვეყნებს:

"გარდაიცვალა ჩემი ვაჩუკას ბაბუა, ჩემი იმედი და ჩვენი ოჯახის მამოძრავებელი ძალა. ძალიან მიყვარხარ და მომენატრები. მეამაყება რომ შენი რძალი ვარ და ვიქნები. შენი ვაჩუკა კი არასდროს დაგივიწყებს და შენი სახელის უკვდაობისთვის ყველაფერს იზამს. ვერ შემისრულე დანაპირები ვაჩიკოს ჩემპიონს გავხდიო…." - წერს ჯაჭვლიანის რძალი.

სოსო ჯაჭვლიანი 1958 წლის 5 ივნისს, მესტიაში დაიბადა.

1978 წელს დაამთავრა საქართველოს სახელმწიფო ფიზიკური კულტურის ინსტიტუტი, ხოლო 1991 წელს შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური უნივერსიტეტის რეჟისორი, საერთაშორისო კინოფესტივალების ჯილდოების მფლობელი, კინოსტუდია "ქართული ფილმის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის პრეზიდენტი, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი მკლავჭიდში. 2012-2016 წლებში იყო საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (თბილისის, გლდანის მაჟორიტარი), საარჩევნო ბლოკიდან "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“.

შესრულებული აქვს არაერთი კინოროლი. განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა თენგიზ აბულაძის "ნატვრის ხეში" გედიას როლმა. ასევე გადაღებული აქვს არაერთი ფილმი.

ნახეთ ასევე: