ავტორი:

"ალექსანდრ სირსკის ბიოგრაფია სიძულვილის გრძნობას იწვევს - ზიზღის განცდა მაქვს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საბჭოთა რუსი ოფიცერი იყო და მოღალატე გახდა" - მედვედევი

"ალექსანდრ სირსკის ბიოგრაფია სიძულვილის გრძნობას იწვევს - ზიზღის განცდა მაქვს იმ ადამიანის მიმართ, რომელიც საბჭოთა რუსი ოფიცერი იყო და მოღალატე გახდა" - მედვედევი

უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, ალექსანდრე სირსკის ბიოგრაფია სიძულვილისა და ზიზღის გრძნობას იწვევს - ის საბჭოთა, რუსი ოფიცერი იყო და ახლა ნაცისტებს ემსახურება, - ამის შესახებ რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დიმიტრი მედვედევმა განაცხადა.

"უკრაინის შეიარაღებული ძალების ახალი მთავარსარდლის, სირსკის ბიოგრაფიის გადახედვისას, სიძულვილისა და ზიზღის გრძნობა გეუფლება“, - წერს მედვედევი "ტელეგრამის“ არხზე.

გარდა ამისა, მისი თქმით, სიძულვილს გრძნობს ყველას მიმართ, ვინც მონაწილეობდა საბჭოთა კავშირის დაშლაში, რის შედეგადაც "გაქრა უზარმაზარი ქვეყანა, რომელიც დააბალანსებდა მსოფლიო წესრიგს“.

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ზიზღს განიცდის დასავლეთის ქვეყნების მიმართ, "რომლებიც მანიაკალურად, გაშმაგებით და ყველა შესაძლო საშუალებით უბიძგებდნენ რუსეთისა და უკრაინის ხალხებს (უფრო სწორად, გაერთიანებულ რუს ხალხს) ახალი სამოქალაქო ომისკენ“.

"მაქვს ზიზღის განცდა იმ ადამიანის მიმართ, რომელიც იყო საბჭოთა რუსი ოფიცერი, მაგრამ გახდა ბანდერელი მოღალატე, რომელმაც დაარღვია თავისი ფიცი და ემსახურება ნაცისტებს, ანადგურებს რა ახლობელ ადამიანებს. დაე, ფეხქვეშ მიწა დაეწვას!“ - აღნიშნა მედვედევმა.

შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და ახალ მთავარსარდლად ალექსანდრ სირსკი დაინიშნა.

ასევე იხილეთ: