ავტორი:

"განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში... ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო" - რას ჰყვება მეგობარი სოსო ჯაჭვლიანზე?

"განიცდიდა, რომ დროულად არ წავიდა თურქეთში... ამბობდა, საქართველოში ექიმებმა დრო დამაკარგვინეს და დიდი ზიანი მომაყენესო" - რას ჰყვება მეგობარი სოსო ჯაჭვლიანზე?
  • ფოტოზე: სოსო ჯაჭვლიანი და გია ბურჯანაძე კლინიკაში

"სვანეთში სახლი კი არა სახლები გვაქვს, ექვსი დედმამიშვილი ვართ... სვანეთზე ყველგან ისე ვსაუბრობ, ვინმემ რომ წაიკითხოს, იფიქრებს, უშბის ძირას ცხოვრობსო... სამწუხაროდ, სვანეთში ხშირად ვერ ჩავდივარ და ამაზე ძალიან გული მტკივა. სვანეთის მსგავსი ადგილი დედამიწაზე არ მეგულება, თორემ სად არ ვყოფილვარ და რა არ მინახავს", - ამბობდა ის "კვირის პალიტრისთვის" მიცემულ ერთ- ერთ ინტერვიუში.

ბოლო წლები მძიმე დაავადებას ებრძოდა და ჯერ საქართველოში, შემდეგ კი თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში ქიმიოთერაპიის კურსს გადიოდა. მისი მეგობრები ამბობდნენ, რომ თავს უკეთ გრძნობდა, ამიტომ ყველას მისი გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, დაავადებას ვერ მოერია. სოციალური ქსელი აჭრელებულია ტკივილიანი სტატუსებით. ყველა იხსენებს მის მიერ შესრულებულ როლებს, რომელიც მართლაც დაუვიწყარია.

კახა ბასილია, მეგობარი:

- მე და სოსო დიდი ხანია ვმეგობრობთ. ბოლოს ორი კვირის წინ ვესაუბრე ტელეფონით, სტამბოლში იყო, დიდხანს ვსაუბრობდით ხოლმე. შემართებით იყო. ჩემთვის მისი გარდაცვალება ძალიან დიდი გულისტკივილია. შესანიშნავი ადამიანი იყო, ძალიან ნიჭიერი, სამწუხაროა, რომ საქართველოში სათანადოდ არ არიან დაფასებულები ასეთი ადამიანები. სიკვდილის შემდეგ იწყებენ მათზე საუბარს და მათ გაღმერთებას. სოსოს კიდევ ბევრი რამ შეეძლო გაეკეთებინა თავისი შემოქმედებით არამარტო კულტურაში, არამედ, სპორტში, მაგრამ მას ხელის შეშლის მეტი არაფერი გაუკეთეს. ნერვიულობდა ძალიან და ძალიან განიცადა ის, რაც ბოლოს სპორტის სამინისტრომ გაუკეთა... ამას არ იმსახურებდა. კაცს მსოფლიო ჩემპიონატი ჰქონდა დანიშნული მკლავჭიდში, საგარანტიო წერილი პრემიერ-მინისტრ კვირიკაშვილისგან მიიღო, ფული დახარჯა, მედლები შეუკვეთა და ამ ყველაფრის მიუხედავად, გაუკეთეს ის, რაც გაუკეთეს. თან როგორ ადამიანს, რომელსაც ამ ხელისუფლების მოყვანაში ლომის წილი ჰქონდა. ხალხი სოსო ჯაჭვლიანს და მის მსგავს ადამიანებს ენდო. ჩვენი ყველა საუბარი ამით მთავრდებოდა, სულ ამბობდა, რომ გულნატკენი იყო. ბოლოსაც რომ ვესაუბრე, მაშინაც მითხრა, რომ ძალიან ნაწყენი იყო ამ ყველაფერზე.

რა უნდა ვთქვა, უსამართლობა და უნიჭოების ზეიმია საქართველოში, ასე დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა და ეს უნდა დასრულდესო, მეტყოდა ხოლმე.

ძალიან გული მწყდება, რომ სათანადოდ არ დააფასეს. სოსო ძალიან კარგი მეგობარი იყო. ჩვენ ბევრი პროექტი გვაქვს ერთად გაკეთებული და ყველა საქმეში სულს და გულს დებდა. ერთ-ერთი კარგი პროექტი 2010 წელს ჩავატარეთ "მის სპორტ საქართველო", უცებ მოვიდა ეს იდეა საუბრის დროს, შეიკრიბა კომისია და ჩავატარეთ. დიდი ენთუზიაზმით ჩაერთო სოსო. კარგ დონეზე გავაკეთეთ ყველაფერი და გვიხაროდა. კარგი ორგანიზატორი იყო, კარგი მეგობარი, რომელიც არ დაგზარდებოდა და თუ მისი მხარში დგომა დაგჭირდებოდა, მოვიდოდა და დაგიდგებოდა.

წარმოსადეგი გარეგნობის ბიჭი იყო, განათლებული და ფიზიკურადაც ძლიერი. ჩემი ხედვით, ქართველი მამაკაცის ეტალონი იყო. თუ ვინმეს გინდა უცხოეთში ქართველი მამაკაცის სახე აჩვენო, მე სოსოს ვაჩვენებდი. მისი შესრულებული როლები გამორჩეული იყო. ძალიან სხარტი აზროვნება ჰქონდა და ამის გამო სულ ვეხუმრებოდი, მე ვარ გურული, თუ შენ-მეთქი, გაიცინებდა და მეტყოდა, - გურიიდან ვართ მთაში წასულებიო. სულ ვეხუმრებოდი, სვანური კილოთი ვესაუბრებოდი და იღიმოდა. შესანიშნავი ადამიანი იყო... გააგრძელეთ კითხვა

იხილეთ ასევე: