ავტორი:

მორიგი სკანდალი - ევროვიზია 2024-ზე ისრაელს წარადგენს მომღერალი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში მღეროდა

მორიგი სკანდალი - ევროვიზია 2024-ზე ისრაელს წარადგენს მომღერალი, რომელიც ოკუპირებულ ყირიმში მღეროდა

რაც უფრო ნაკლები დრო რჩება ევროვიზია 2024-ის კონკურსამდე, ტრადიციულად მით მეტი სკანდალი მოყვება მონაწილეების გამოჩენას.

  • ამჯერად განხილვის საგანი აღმოჩნდა მონაწილე ისრაელიდან, ედენ გოლანი, რომელიც რუსეთში ცხოვრობდა და კარიერა ოკუპირებულ ყირიმში ააწყო.

ისრაელელი ედენ გოლანი, რომელიც წელს სიმღერის კონკურსზე სამშობლოს წარადგენს, 13 წელი ცხოვრობდა რუსეთში, რა დროსაც მან მოახერხა, რომ მომღერლის კარიერა აეწყო.

ერთ-ერთ ინტერვიუში გოგონა ამბობს, რომ 5 წლის ასაკში, ის და მისი მშობლები მამის სამსახურის გამო ისრაელიდან მოსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად. ისინი სამშობლოში ორი წლის წინ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დაბრუნდნენ.

2015 წელს იდენმა მონაწილეობა მიიღო საბავშვო ევროვიზიის შესარჩევ კონკურსში რუსეთიდან. 2016 წელს ის მშობლებმა გაგზავნეს ოკუპირებულ ყირიმში საბავშვო "ახალ ტალღაზე", "არტეკის" ბანაკში.

2022 წლამდე მან გამოუშვა სიმღერები რუსულ ენაზე.

"13 წლის შემდეგაც ვერ მივეჩვიე [რუსულ] მენტალიტეტს, ატმოსფეროს. მოსკოვი საოცარი ქალაქია, მაგრამ ვერ ვიტყვი, რომ იქ თავს კარგად ვგრძნობდი", - ამბობს მომღერალი ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის რიგით 68-ე კონკურსი შვედეთში, ქალაქ მალმოში გაიმართება. პირველი და მეორე ნახევარფინალი 7 და 9 მაისს, ხოლო გრანდიოზული ფინალი კი 11 მაისს იგეგმება.