ავტორი:

დღის ფოტო - "ვაცნობ მეზობლების თანხმობის პირობებს და მოქცევის წესს"

დღის ფოტო - "ვაცნობ მეზობლების თანხმობის პირობებს და მოქცევის წესს"

13 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა მოამზადეს კანონპროექტი "შინაურ ბინადარ ცხოველთა შესახებ“, რომლის თანახმადაც მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ბინაში, სამზე მეტი შინაური ბინადარი ცხოველის (ძაღლი, კატა) ყოლა ბინათმესაკუთრეთა უმრავლესობის თანხმობის საფუძველზე იქნება დასაშვები. პროექტის გათვალისწინებით, აღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება ცხოველზე, რომლის ასაკი 2 თვეს არ აღემატება. ბინაში, ერთდროულად სამზე მეტი, ორი თვის ან მეტი ასაკის შინაური ბინადარი ცხოველის ყოლა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის უმრავლესობის თანხმობის გარეშე გამოიწვევს მეპატრონის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით.

კანონპროექტით გათვალისწინებულ ამ მოსალოდნელ შეზღუდვას სოციალურ ქსელში სახალისო გამოხმაურებები მოჰყვა. ერთ-ერთმა მომხმარებელმა დათო როგავამ "ფეისბუქზე" ფოტო გამოაქვეყნა, რომელზეც ის ბიგლის ჯიშის ლეკვებთან ერთად არის გადაღებული. "ვაცნობ მეზობლების თანხმობის პირობებს და მოქცევის წესს", - ხუმრობს ის.

  • მოამზადა მარიამ გამზარდიამ

იხილეთ ასევე: