ავტორი:

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გათავისუფლდა - რას ამბობს დეკანოზის ძმა?

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გათავისუფლდა - რას ამბობს დეკანოზის ძმა?

დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან გათავისუფალდა.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განუცხადა, გიორგი მამალაძემ საპატიმრო დაწესებულება დატოვა და ის ოჯახში იმყოფება.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით ციანიდის გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.