ავტორი:

აფრიკელი მოკავშირეები და დელეგაცია ჩრდილოეთ კორეიდან - რუსეთში იმართება ფორუმი "ერების თავისუფლებისთვის და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ"

აფრიკელი მოკავშირეები და დელეგაცია ჩრდილოეთ კორეიდან - რუსეთში იმართება ფორუმი "ერების თავისუფლებისთვის და ნეოკოლონიალიზმის წინააღმდეგ"

რუსეთში იმართება ფორუმი, რომლის მიზანიც არის შექმნას ორგანო, რომელიც იბრძოლებს ნეოკოლონიალიზმისა და დასავლეთის გავლენის წინააღმდეგ. ფორუმს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტი და სამხრეთ აფრიკის მმართველი პარტიის დელეგაციის წარმომადგენლები ესწრებიან.

ეს ორი ქვეყანა აფრიკაში რუსეთის უდიდესი მოკავშირეები არიან.

სამხრეთ აფრიკის დელეგაციას ANC-ის გენერალური მდივარნი ფიკილე მბალულა ხელმძღვანელობდა.

ღონისძიების სახელწოდებაა - "ნეოკოლონიალიზმის თანამედროვე პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლის მხარდამჭერთა ფორუმი - ერების თავისუფლებისთვის“. ორდღიან ფორუმს ასევე დაესწრება ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია.

ღონისძიებას პარტია "ერთიანი რუსეთი“ მართავს.