ავტორი:

"ბაღდათში დამარხული ოჯახის და ემიგრანტი დედის ტრაგედიამ გახლეჩილ ოჯახებზე ფიქრი ამაკვიატა... მიფიქრია გიგას დაჭერაზე" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ბაღდათში დამარხული ოჯახის და ემიგრანტი დედის ტრაგედიამ გახლეჩილ ოჯახებზე ფიქრი ამაკვიატა... მიფიქრია გიგას დაჭერაზე" - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი?

"ტაბულას" დამფუძნებელი და "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ სტატუსს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ გახლეჩილ ოჯახებზე ფიქრი აეკვიატა.

თამარ ჩერგოლეიშვილი:

- ბაღდათში დამარხული ოჯახის და ემიგრანტი დედის ტრაგედიამ გახლეჩილ ოჯახებზე ფიქრი ამაკვიატა. მე მიფიქრია გიგას დაჭერაზე და მასთან წლობით განშორებაზე. მიფიქრია იმაზე, რომ საღამოობით ვერ ვიკამათებ მასთან გალურჯებამდე.

მიფიქრია იმ სიცარიელეზეც, რაც დარჩება, თუ ადგნენ და ჩემი ნების წინააღმდეგ, ქმარი დამაშორეს და იძულებით გახლიჩეს ჩემი ოჯახი. როცა სიღარიბის გამო დახლეჩილ ოჯახებზე და უდედოდ დარჩენილ ბავშვებზე ვფიქრობ და ვცდილობ მათ ნაცვლად ჩემი თავი წარმოვიდგინო - ყველაზე ახლოს, ზემოთ რაც აღვწერე, მაგ გამოცდილებას მივყავარ (და არც ისე ახლოს არაა).

ამ ქვეყანაში უდედოდ დარჩენილო მოზარდებო, ვიცი რომ დედას ვერავინ შეგიცვლით. მაგრამ თუ ჩემნაირი ფსიხი უფროსის რჩევები გჭირდებათ, სად ისწავლოთ, როგორ ისწავლოთ, რა პროფესია აირჩიოთ, ან უბრალოდ თავდაჯერება გაკლიათ, რომ ის აკეთოთ, რაზეც ოცნებობთ .. მომწერეთ და რამეს მოვიფიქრებთ. თუ ინტერესი გაჩნდება, მერე პროექტსაც გავაკეთებ, რომ უფრო ორგანიზებულად მივხედო.

Tamara.Chergoleishvili@gmail.com