ავტორი:

ანე ფრანკი - "უკანა სახლი, დღიური წერილების სახით" დღეიდან  წიგნის მაღაზიებში სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი

ანე ფრანკი - "უკანა სახლი, დღიური წერილების სახით" დღეიდან  წიგნის მაღაზიებში სპეციალურ ფასადაა ხელმისაწვდომი

19 თებერვლიდან ანე ფრანკი - „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ მთელი საქართველოს მასშტაბით წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსსა“ და პრესის გავრცელების ჯიხურებშია ხელმისაწვდომი. მკითხველებს, რომელთაც 15 იანვრიდან ახალი გამოცემის წინასწარი შეკვეთით არ უსარგებლიათ, შესაძლებლობა აქვთ, სასურველ მისამართზე შეიძინონ ის.

წიგნის სპეციალური ფასი 1 კვირის განმავლობაში 10 ლარს შეადგენს, აქციის შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს დაუბრუნდება.

„უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ გამოცემულია პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. ის სერიის პირველი გამოცემაა და გამოკითხვის შედეგად 30 000-მა მკითხველმა შეარჩია.

ანე ფრანკის ჩანაწერების აღნიშნული გამოცემა პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის თარგმნილი და ავტორის დღიურების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად არის მიახლოებული პირველწყაროსთან.

R