საინტერესო ფაქტები „მაცი ხვიტიას“ ავტორის ანტონ ფურცელაძის შესახებ

საინტერესო ფაქტები „მაცი ხვიტიას“ ავტორის ანტონ ფურცელაძის შესახებ

მწერალი, პოეტი, მთარგმნელი და პუბლიცისტი ანტონ ფურცელაძე ქართული ლიტერატურის ერთ-ერთი თვალსაჩინო ფიგურაა, რომლის რომანი - „მაცი ხვიტია“ ცხადად წარმოაჩენს იმ დროინდელ პოლიტიკურ ვითარებასა და ადამიანების ყოფას.

„მაცი ხვიტია“ ერთი მხრივ, ყაჩაღისა და ახალგაზრდა ქალის ტრაგიკული სიყვარულის ისტორიაა, ხოლო მეორე მხრივ, სახელმწიფოს ნაკლოვანებების, უსამართლობის მხატვრულად წარმოჩენის თვალსაჩინო მაგალითია.

საინტერესო პიროვნება იყო რომანის ავტორი, რომელსაც მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ცხოვრება ჰქონდა. გთავაზობთ რამდენიმე ფაქტს მის შესახებ:

  • ანტონ ფურცელაძე 1839 წელს გორის რაიონის სოფელ მერეთში აზნაურის ოჯახში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მისი გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები იყვნენ;
  • ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს მისი სამოქალაქო სასწავლებელში მიბარება და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში სახელმწიფოს ხარჯზე მიაღებინეს, სადაც ანტონი სამი წლის განმავლობაში იყო. 1854 წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა, რის გამოც ვერ შეძლო სამხედრო სამსახურის გაგრძელება და იძულებით დაბრუნდა სამშობლოში;
  • 1960-იან წლებში მან რუსულ ენაზე სტატიები გამოაქვეყნა. ამ პერიოდში თავის სოფელში ცხოვრობდა და თვითგანვითარებით იყო დაკავებული, მუშაობდა გადამწერის თანამდებობაზე, თუმცა მალე თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.
  • ერთ წელში ანტონ ფურცელაძე უკვე ჟურნალ „ცისკართან“ თანამშრომლობდა და მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. აღსანიშნავია, რომ მამათა და შვილთა ბრძოლაში მან შვილების მხარე დაიჭირა და უკვე „დროებასთან“ გააგრძელა თანამშრომლობა;
  • საინტერესო ფაქტია, რომ 1867 წელს ანტონ ფურცელაძემ თბილისი დატოვა და ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად თანამშრომლობდა „დროებასთან“ და სამეგრელოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პუბლიკაციებს აქვეყნებდა ხოლმე;
  • „მაცი ხვიტია“ მან ორი წლის შემდეგ დაწერა, როცა ზუგდიდიდან თბილისში დაბრუნდა და ისევ აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას დაუბრუნდა;
  • აღსანიშნავია, რომ ის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს 1911 წელს.

ანტონ ფურცელაძე 1839 წელს გორის რაიონის სოფელ მერეთში აზნაურის ოჯახში დაიბადა. აღსანიშნავია, რომ მისი გვარის წარმომადგენლები ღარიბი აზნაურები იყვნენ;

ხელმოკლეობის გამო მშობლებმა ვერ შეძლეს მისი სამოქალაქო სასწავლებელში მიბარება და მხოლოდ ის მოახერხეს, რომ 11 წლის ბავშვი ქალაქ ორიოლის კადეტთა კორპუსში სახელმწიფოს ხარჯზე მიაღებინეს, სადაც ანტონი სამი წლის განმავლობაში იყო. 1854 წელს ის ვარჯიშის დროს ორძელიდან ჩამოვარდა და სამუდამოდ დაკოჭლდა, რის გამოც ვერ შეძლო სამხედრო სამსახურის გაგრძელება და იძულებით დაბრუნდა სამშობლოში;

1960-იან წლებში მან რუსულ ენაზე სტატიები გამოაქვეყნა. ამ პერიოდში თავის სოფელში ცხოვრობდა და თვითგანვითარებით იყო დაკავებული, მუშაობდა გადამწერის თანამდებობაზე, თუმცა მალე თბილისში გადავიდა საცხოვრებლად.

ერთ წელში ანტონ ფურცელაძე უკვე ჟურნალ „ცისკართან“ თანამშრომლობდა და მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა. აღსანიშნავია, რომ მამათა და შვილთა ბრძოლაში მან შვილების მხარე დაიჭირა და უკვე „დროებასთან“ გააგრძელა თანამშრომლობა;

საინტერესო ფაქტია, რომ 1867 წელს ანტონ ფურცელაძემ თბილისი დატოვა და ზუგდიდში სასამართლოს გამომძიებლად დაიწყო მუშაობა. პარალელურად თანამშრომლობდა „დროებასთან“ და სამეგრელოში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით პუბლიკაციებს აქვეყნებდა ხოლმე;

„მაცი ხვიტია“ მან ორი წლის შემდეგ დაწერა, როცა ზუგდიდიდან თბილისში დაბრუნდა და ისევ აქტიურ ლიტერატურულ საქმიანობას დაუბრუნდა;

აღსანიშნავია, რომ ის სათავადაზნაურო ბანკის თავმჯდომარედ აირჩიეს 1911 წელს.

R