ავტორი:

ამაზონის ტროპიკულ ტყეში აღმოაჩინეს გიგანტური გველი - "ეს მწვანე ანაკონდას ახალი სახეობაა"

ამაზონის ტროპიკულ ტყეში აღმოაჩინეს გიგანტური გველი - "ეს მწვანე ანაკონდას ახალი სახეობაა"

ამაზონის ტროპიკულ ტყეში აღმოაჩინეს გიგანტური გველი - 8 მეტრი სიგრძის და 200 კგ-მდე წონის. მეცნიერთა თქმით, ეს მწვანე ანაკონდის ახალი სახეობაა, როემლსაც ჩრდილოეთის მწვანე ანაკონდა შეარქვეს. ის იპოვა ველური ბუნების ჰოლანდიელიმა ტელეწამყვანმა, პროფესორმა ფრიკ ვონკმა, რომელიც ამბობს, რომ ქვეწარმავალს “მანქანის საბურავის სისქის სხეული და ადამიანივით დიდი თავი აქვს“.

კადრებში ჩანს ბიოლოგი, რომელიც უზარმაზარ ანაკონდის გვერდით იმყოფება წყლის ქვეშ. აქამდე ამაზონში მწვანე ანაკონდას მხოლოდ ერთი სახეობა იყო ცნობილი, რომელიც გიგანტურ ანაკონდის სახელით არის ცნობილი. თუმცა, ჩრდილოეთის მწვანე ანაკონდა განხილულია, როგორც განსხვავებული სახეობა.

"9 ქვეყნის 14 სხვადასხვა მეცნიერთან ერთად დავასკვენი, რომ გველის ყველაზე დიდი სახეობა მსოფლიოში სწორედ ჩრდილოეთის მწვანე ანაკონდაა“, - თქვა პროფესორმა ვონკმა.

მოამზადა ანასტასია შალიკაშვილი