ავტორი:

"რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა, თუ ახლა არა, კონფლიქტის სხვა ფაზაში" - მედვედევი

"რუსეთი, ალბათ, კიევამდე მივა, თუ ახლა არა, კონფლიქტის სხვა ფაზაში" - მედვედევი

რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი მედვედევის განცხადებით, რუსეთი, შესაძლოა, კიევამდე მივიდეს, რადგან მისი არსებობის საფრთხე სწორედ კიევიდან მოდის.

"სად უნდა გავჩერდეთ? - არ ვიცი. ვფიქრობ, ჯერ კიდევ ბევრი და სერიოზულად უნდა ვიმუშაოთ. იქნება ეს კიევი? - დიახ, ალბათ, კიევი უნდა იყოს. თუ ახლა არა, მაშინ გარკვეული დროის შემდეგ, შესაძლოა ამ კონფლიქტის განვითარების სხვა რომელიმე ფაზაში", - განაცხადა მედვედევმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში.

მისი თქმით, ქალაქს აკონტროლებენ რუსეთის ფედერაციის მოწინააღმდეგეები, შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით და კიევის რეჟიმს წარმოადგენენ "მარიონეტები, რომლებსაც არ აქვთ სინდისი და არ ეშინიათ თავიანთი ქვეყნის მომავლის“.