ავტორი:

ალ კაპონეს ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" იყიდება - რა ღირს განგსტერის ნაქონი, უიშვიათესი მოდელი?

ალ კაპონეს ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" იყიდება - რა ღირს განგსტერის ნაქონი, უიშვიათესი მოდელი?

ცნობილი განგსტერის, ალ კაპონეს უიშვიათესი, ტყვიაგაუმტარი "კადილაკი" 1 მილიონ დოლარად იყიდება. გარდა იმისა, რომ ეს უმშვენიერესი ავტომობილი ალ კაპონეს ეკუთვნოდა, ის ერთ-ერთი პირველი მანქანაა, რომელსაც ჯავშანი აქვს.

ალ კაპონე ნიუ იორკში იტალიელ ემიგრანტთა ოჯახში დაიბადა და კრიმინალური ბანდის საქმიანობაში ადრეული ასაკიდანვე ჩაერთო. ცნობილი მაფიოზის ცხოვრება, რომელმაც აშშ-ში საკუთარი იმპერია შექმნა 1920 წელს შეიცვალა, მას შემდეგ, რაც აშშ-ს მთავრობამ ქვეყანაში ალკოჰოლი აკრძალა. ალ კაპონემ თავის მისიად გაიხადა, რომ ალკოჰოლის მოყვარული ამერიკელი ხალხი სასმელით მოემარაგებინა.

მრავალწლიანი კრიმინალური საქმიანობის შემდეგ, ალ კაპონეს 11-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რომელიც ალკატრასში გაატარა, სადაც მას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო. 48 წლის მაფიოზი საბოლოოდ 1947 წელს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

ალ კაპონეს დატოვებული ერთ-ერთი ავტომანქანა კი მალე ახალ მეპატრონეს შეიძენს.

მოარული ხმების თანახმად, 1928 წლის Cadillac Town Sedan-ი მექანიკოსმა, მისი 10 წლის შვილის დახმარებით, განგსტერისთვის სპეციალურად შეცვალა. მსურველებს ისტორიული ავტომობილის შეძენა ლას-ვეგასში შეეძლებათ.

წყარო: thesun

მოამზადა: ანა სიბოშვილმა