ავტორი:

ტრაგედია ფლორიდის სანაპიროზე -  7 წლის გოგონა ქვიშაში ცოცხლად ჩაიმარხა

ტრაგედია ფლორიდის სანაპიროზე -  7 წლის გოგონა ქვიშაში ცოცხლად ჩაიმარხა

ფლორიდის სანაპიროზე 7 წლის გოგონა ტრაგიკულად გარდაიცვალა მას შემდეგ, რაც ის ქვიშაში ცოცხლად ჩაიმარხა. სანაპიროზე მყოფი ხალხი მის ქვიშიდან ამოყვანას 20 წუთის განმავლობაში ცდილობდა, მაგრამ ბავშვი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაცვლილად გამოაცხადეს.

ადგილობრივ ტელევიზიაში აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, რომელშიც სანაპიროზე მყოფი ქალბატონი სამაშველო სამსახურს ურეკავს, მანამ სანამ 7 წლის სლოუნ მეტინგლის პანიკაში ჩავარდნილი მშობლები შვილის ამოყვანას ცდილობენ. NBC 6-ის გავრცელებულ აუდიო ჩანაწერში ქალი ოპერატორს შეშფოთებული უყვება: "ბავშვის დედა ყვირის, რომ მისი შვილი ქვიშაშია". ქალი ოპერატორს იმასაც უხსნის, რომ 7 წლის გოგონა მთლიანად ჩაეფლო ორმოში და თავიც კი აღარ უჩანს, ბოლოს კი ყურმილს თიშავს.

7 წლის ბავშვი ორმოდან 20 წუთის შემდეგ ამოიყვანეს და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სლოუნი თავის 9 წლის ძმასთან ერთად სანაპიროზე თამაშისას ორმოს თხრიდა, როცა ბავშვებს ზემოდან ქვიშა დაეყარათ. ქვიშის სიმძიმემ გოგონა მთლიანად ჩამარხა, მისი ძმა კი მკერდამდე ჩაეფლო. ბიჭუნა მამამ მალევე ამოიყვანა ორმოდან და სიკვდილს გადაარჩინა.

პოლიციის ცნობით, მომხდარზე გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

წყარო: nypost

მოამზადა: ანა სიბოშვილმა