აქციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა - მოასწარი ანე ფრანკის შევსებული გამოცემის 10 ლარად შეძენა

აქციის დასრულებამდე 3 დღე დარჩა - მოასწარი ანე ფრანკის შევსებული გამოცემის 10 ლარად შეძენა

თუ ჯერ კიდევ არ შეგიძენიათ ანე ფრანკის „უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“, კიდევ გაქვთ შესაძლებლობა ის სპეციალურ ფასად, 10 ლარად იყიდოთ. შეთავაზება კიდევ 3 დღის განმავლობაში გაგრძელდება „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.

განახლებული გამოცემა მაღაზიებსა და პრესის გავრცელების ჯიხურებში 19 თებერვალს გამოჩნდა. მანამდე კი, თითქმის ერთი თვის განმავლობაში მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა ის წინასწარ, ონლაინ შეეძინა და წიგნი პირდაპირ სტამბიდან მიეღო.

შეგახსენებთ, რომ ამჟამად წიგნის სპეციალური ფასი 10 ლარია. აქციის შემდეგ კი მისი ღირებულება სტანდარტულად 16.95 ლარს დაუბრუნდება.

„უკანა სახლი, დღიური წერილების სახით“ გამოცემულია პროექტის ფარგლებში - „კიდევ 15 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ“. ის სერიის პირველი გამოცემაა. ანე ფრანკის დღიურის გარდა, სერიის პირველ ხუთეულში შედიან: მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნი“, ალექსანდრე დიუმას „ქალი ხავერდის ყელსაბამით“, ჩარლზ დიკენსის „მძიმე დროება“ და ჯეინ ოსტინი „ემა“.

ანე ფრანკის ჩანაწერების აღნიშნული გამოცემა პირდაპირ ნიდერლანდური ენიდან არის თარგმნილი და ავტორის დღიურების სრულყოფილ ვერსიას წარმოადგენს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის მაქსიმალურად არის მიახლოებული პირველწყაროსთან. სრული ვერსია ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.

R