ავტორი:

აქცია "გადაიხადე რამდენიც გინდა" გრძელდება

აქცია "გადაიხადე რამდენიც გინდა" გრძელდება

ანტონ ფურცელაძის „მაცი ხვიტია“ და ერიხ მარია რემარკის „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ - ამ წიგნების შეძენა ჯერ კიდევ შეგიძლიათ იმ ფასად, რაც სამართლიანად მიგაჩნიათ.

მკითხველის საყვარელი აქცია, რომელსაც მათ „პალიტრა L“ პერიოდულად სთავაზობს, 22 თებერვალს დაიწყო და მარაგის ამოწურვამდე გრძელდება.

მსურველებს წიგნების შეძენას „ბიბლუსის“ მაღაზიათა ქსელში მთელი ქვეყნის მასშტაბით შეუძლიათ. მნიშვნელოვანია, რომ გამომცემლობა აქციას საქველმოქმედო მიზნით ატარებს. 10 ლარამდე გადახდილი თანხის 40% გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“. 10 ლარზე ზემოთ გადახდილი თანხა კი სრულად გადაირიცხება „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდში“.

„პალიტრა L“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში აღნიშნულ აქციას უკვე წლებია ახორციელებს და სხვადასხვა საჭიროების მქონე ბენეფიციარს ეხმარება. ამასთან, პროექტი მკითხველს საქველმოქმედო საქმიანობაში საკუთარი წვლილის შეტანის საშუალებას აძლევს.

მეორე მხრივ, გამომცემლობა აღნიშნული აქციით წიგნზე ხელმისაწვდომობას მნიშვნელოვნად ზრდის.

R