ავტორი:

"ოჯახური გაქცევა საქართველოს მთებში“ - ქეთი მელუა მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა: რას წერს მომღერალი

"ოჯახური გაქცევა საქართველოს მთებში“ - ქეთი მელუა მეუღლესთან და შვილთან ერთად საქართველოში იმყოფებოდა: რას წერს მომღერალი

მსოფლიოში აღიარებულმა და წარმატებულმა ქართველმა მომღერალმა ქეთი მელუამ დასვენების დღეები, ოჯახთან ერთად საქართველოში გაატარა.

როგორც მის მიერ გამოქვეყნებული ფოტოებიდან ირკვევა, ის ზამთრის კურორტს სტუმრობდა.

"ოჯახური გაქცევა საქართველოს მთებში“, - წერს ქეთი მელუა. როგორც ფოტოებზე ჩანს, მომღერალი სამშობლოში მეუღლესთან და შვილთან ერთად იმყოფებოდა.

ცნობისთვის, ქეთი მელუა დედა 2022 წლის დეკემბერში გახდა. მომღერლის მეორე მეუღლე ნახევრად ქართველია. აღსანიშნავია, რომ მან პატარა ალექსანდრე საქართველოში მონათლა.