ავტორი:

თურქეთში, მხოლოდ ერთ დღეში, ქმრებმა, ან ყოფილმა ქმრებმა 7 ქალი მოკლეს

თურქეთში, მხოლოდ ერთ დღეში, ქმრებმა, ან ყოფილმა ქმრებმა 7 ქალი მოკლეს

ტელეკომპანია Habertürk-ის ცნობით, 27 თებერვალს, მხოლოდ ერთ დღეში, თურქეთში შვიდი ქალი მოკლეს ქმრებმა, ან ყოფილმა ქმრებმა.

"იზმირში, ბურსაში, საქარიაში, ერზრუმში, დენიზლისა და სტამბოლში, მხოლოდ ერთ დღეში, შვიდი ქალი მოკლეს“, - იტყობინება ტელევიზია.

მაუწყებლის ინფორმაციით, ეჭვმიტანილები არიან მათი, ან ამჟამინდელი მეუღლეები, ან ისინი, ვისაც დაშორდნენ. გაავრცელეს მსხვერპლთა სახელები და ფოტოებიც თავიანთ ვებგვერდზე.

32-დან 49 წლამდე ასაკის ქალები ცეცხსასროლი იარაღიდან გასროლით ან დანით მოკლეს. თავდამსხმელებიდან სამმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ორი დააკავეს, ერთი დაკავების დროს დაიჭრა და მოგვიანებით გარდაიცვალა, მეშვიდის ბედი გაურკვეველია.

ოფიციალური მონაცემებით, თურქეთში 2023 წელს 315 ქალი მოკლეს.